ამ ბლოგის წერისას, მატარებელში ვარ, ბათუმში მივემგზავრები და ბექა ადამაშვილის “ბესტსელერს” ვკითხულობ. სულ რაღაც 3 საათი დამრჩა იმისთვის, რომ კითხვა დავასრულო და ვხვდები, რომ არ მყოფნის. არადა, კითხვა 2 საათის წინ დავიწყე, თუმცა ორი რამის გამო მოვცდი:
- მჩვევია, თუ რაღაც ძალიან მომწონს, რასაც ვკითხულობ, ახლიდან და რამდენჯერმე გადავიკითხავ ხოლმე;
- ამ ბლოგის წერის პროცესში ვარ …
თუმცა, ვფიქრობ, ლიტერატურულ ჯოჯოხეთში დრო ყველაზე ნაკლებად ადარდებთ და ჩემი გმირებიც მოიცდიან, ამიტომ, ახლა თქვენთვის გამოვყოფ დროს და თავს უფლებას მივცემ, გირჩიოთ რამდენიმე წიგნი, რომლებიც მატარებელში წასაკითხად თან გამოგადგებათ, თან დროს გაიყვანთ, თან ისიამოვნებთ და მოკლედ, არ ინანებთ …
აქვე გეტყვით, რომ თუ მატარებლის ბილეთს TKT.GE -ზე შეიძენთ, SABA-ს 6 600-ზე მეტ ხმოვან და ტექსტურ წიგნზე 1 თვიან წვდომას მიიღებთ საჩუქრად. ელ.თაროზე წიგნის დაბრუნებას და ახალი წიგნით ჩანაცვლებას ნებისმიერ დროს შეძლებ, თვის განმავლობაში, რამდენჯერაც მოგესურვება და მატარებლით მგზავრობასაც ერთ დიდ თავგადასავლად აქცევ.
ჩამონათვალს, რა თქმა უნდა, ბექა ადამაშვილის “ბესტსელერით” გავხსნი
1. ბესტსტელერი
ბექა ადამაშვილმა გადაწყვიტა, ჩვენი (და ალბათ მისიც) საყვარელი ავტორები ისე დაეტანჯა ერთ წიგნში, როგორც ისინი, ჩვენ, მკითხველებს, თავიანთი შემოქმედებით “გვტანჯავენ”. შესაბამისად გამოვიდა, რომ ავტორები ბექას წიგნში თავს ნამდვილ ჯოჯოხეთში გრძნობენ, ხოლო ჩვენთვის, მკითხველისთვის, ბესტსელერი – ნამდვილი სამოთხეა. მეტს მე აღარ მოვყვები, რადგან არც ბექას წიგნის ანოტაციაში წერია მეტი, რადგან არც მას სურდა ზედმეტი აღწერით თავი მოეწყინა პოტენციური მკითხველისთვის, ხოდა მეც ისევ ბექას სიტყვებს დავესესხები და გეტყვით, რომ “ეს არის წიგნი, რომელიც თავს თუ არა, დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ”
2. სიყვარულის ორმოცი წესი (+აუდიოვერსია)
ელიფ შაფაქი თურქი თანამედროვე ავტორია, რომელიც იდეალურად ახერხებს, მისი წიგნის კითხვისას, გეგონოს, რომ ფილმს უყურებ. ელიფ შაფაქი თავისი წერის სტილით, დროში მოგზაურობითა და მოვლენების განვითარებით, ახერხებს, სრულად შეგისრუტოს წიგნის ფურცლებში და რეალობის აღქმა დაგაკარგინოს. სწორედ ასეთია ეს წიგნიც, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ “სიყვარულის ორმოცი წესის” ხმოვანი წიგნის ელ.თაროზე შემოსკუპება და მოსმენა SABA-ს აპლიკაციაში შეგიძლიათ, რაც ვფიქრობ, მგზავრობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
3. კრებული
აუდიოწიგნი ვახსენე და ჩემი აზრით, ბესიკ ხარანაულის კრებული რომ არ მეხსენებინა, არ გამოვიდოდა.
მატარებლით მგზავრობა ბევრ ემოციას იწვევს, თან აღმაფრთოვანებელია, თან სევდიანი და თანაც რომანტიული. გახსნი ტელეფონს, გადმოწერ კრებულის აუდიოვერსიას და თავად ავტორის, ბესიკ ხარანაულის ხმით, მის ლექსებს მოუსმენ – რაც ჩამოთვლილ ამ სამ ემოციას ერთად შეკრავს და კიდევ უფრო დიდ, უზარმაზარ ემოციად გადააქცევს მგზავრობის საათებს.
4. ვა, სოფელო…
რომანში მოქმედება მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში ვითარდება. კითხვისას, კიდევ უფრო კარგად შევიცნობთ და გავეცნობით საქართველოს იმდროინდელ ისტორიას, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებსა და 20-30-იანი წლების ტერორს…
5. გადამალვა
თუ გიყვართ ავტორები, რომლებიც იუმორს, ხედვის პარადოქსულობასა და ეგზისტენციალურ სიმძიმეებს ერთმანეთში ისე ბუნებრივად ურევენ, რომ საბოლოო ჯამში წიგნი ერთ ამოსუნთქვაში წასაკითხია – მაშინ, თქვენს ელ. თაროზე ალეკო შუღლაძის ამ რომანს ადგილი უნდა გამოუყოთ.
ბლოგს ამ რომანით დავასრულებ, რადგან ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ ჯერ ამ ხუთეულზე შევჯერდეთ.
თუ მატარებლით მგზავრობას გეგმავ TKT.GE-სა და SABA -ს ამ საჩუქარზე უარის თქმას არ გირჩევდი.
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ იმ პარალელურ სამყაროში, სადაც თავად გადაწყვეტთ ავტორს ბოლომდე მიენდოთ და სულ ცოტა ხანი დაგავიწყდეთ, რომ მატარებელში სხედხართ და წინ მგზავრობის ბევრი საათი გელით.