როგორც წესი, ტურისტები ვალენსიას ორ გავრცელებულ ასოციაციას უკავშირებენ: ამავე სახელწოდების ცნობილ საფეხბურთო გუნდსა და ხმელთაშუა ზღვის ოქროს სანაპიროს. ორივე ვარიანტი სწორია, მაგრამ არავინ შეცდება თუ ამ ჩამონათვალს დაუმატებს სიყვარულს გემრიელი საკვებისადმი, სიესტასა და ქუჩის დღესასწაულებისადმი. ვალენსია – ფართო და სუფთა პლაჟები, ფორთოხლის პლანტაციები და ესპანელი მეთევზეების ავთენტური და წყნარი სოფლებია. პროვინცია ორ რეგიონად იყოფა: პოპულარული საკურორტო „თეთრი სანაპირო“ კოსტა-ბლანკა და მოკრძალებული „ფლერდორანჟის სანაპირო“ კოსტა-დელ-აზაჰარი.

მავრები აქაურობას უწოდებენ
„სამოთხეს დედამიწაზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ვალენსია დინამიკური და თანამედროვე ესპანური ქალაქია, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ადგილობრივი ტრადიციები იზიდავს მოგზაურებს, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ რატომ უწოდებენ მავრები ამ
ადგილს
„სამოთხეს
დედამიწაზე“.

როგორ ჩავიდეთ ვალენსიაში

საქართველოს აეროპორტებიდან ვალენსიის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ სრულდება. ვალენსიაში ჩაფრენა შესაძლებელია ტრანზიტული რეისებით თბილისის აეროპორტიდან, მიუნხენის ან სტამბულის გავლით.

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ვალენსია, წლის განმავლობაში

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ვალენსია

შედარებით იაფი ავიაბილეთების მოძიება ვალენსიის მიმართულებით შესაძლებელია ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონაში ჩაფრენით და შემდეგ იქიდან შიდა ფრენით ან შიდა ტრანსპორტით საშუალებით.

აეროპორტიდან
ქალაქში

ვალენსიას საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე რამდენიმე საშუალებით
შეგიძლიათ იმგზავროთ. პირველ რიგში, მეტროთი – 10-20 წუთში და 4,90 ევრო (მე-5 ხაზით Aeropuerto/Torrent Avinguda-Neptu ან მე-3 ხაზით Aeropuerto/Palmaret-Rafelbunyol).
მეორე საშუალებაა – ავტობუსი. ბილეთი – 2,50 ევრო (№150 მარშრუტი Valencia —
Manises — Aeropuerto, აეროპორტიდან ყოველ 20 წუთში გადის). ტაქსი 25-30 ევრო დაგიჯდებათ. ასევე შეგიძლიათ მანქანა იქირავოთ, ქალაქში მოსახვედრად V-11 მაგისტრალზე
გადით, რომელიც A-3 და V-30 აკავშირებს.

ტრანსპორტი

ვალენსიაში მეტრო 4 ზონად იყოფა (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე). Bonometro ბარათების შეძენა მომგებიანია – 10
მგზავრობის აბონემენტი, რომელსაც სადგურებზე მდებარე ტერმინალებსა და სალაროებში
შეიძენთ. მეტრო სამუშაო დღეებში 5 საათზე იწყებს მუშაობას, კვირაობით – დილის 7:00 საათზე,
ბოლო მატარებელი კი შესაბმისად 0:00 და 23:30 საათზე გადის.

მიწისქვეშა
ტრანსპორტის გარდა ქალაქში ავტობუსი და ტრამვაი მოძრაობს. ტურისტებისთვის
მომგებიანია ერთჯერადი T1, T2 და T3 სამგზავრო ბილეთების შეძენა. ისინი А ზონის ქალაქის
ყველა ტრანსპორტში მოქმედებს იქ, სადაც ძირითადი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს.
ვალენსიის გარეუბნებში ელექტრომატარებლითაც შეგიძლიათ მოხვდეთ. ბილეთები იყიდება
სადგურების სალაროებში და ტერმინალებზე, ასევე Renfe გადამზიდავი კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ინგლისურ
ენაზე).

ველოსიპედი
კარგი საშუალებაა ვალენსიის შესასწავლად. ქალაქში განვითარებულია გაქირავების
ქსელი Valenbisi (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე) –
პირველი ნახევარი საათი უფასოა, შემდეგ შეგიძლიათ ველოსიპერდი სადგურზე ჩააბაროთ,
ახალი აიღოთ და სეირნობა განაგრძოთ.

ქალაქის ფარგლებში ტაქსით
მგზავრობის ღირებულება 8 ევროა, ღამით და შაბათ-კვირას უფრო ძვირია.

ვალენსიის სასტუმროები

ვალენსიაში ნებისმიერი „ვარსკვლავიანობის“ სასტუმროა წარმოდგენილი, ასევე არსებობს სპეციალიზებული ვარიანტი – ისტორიული, გოლფ-, კაზინო-, ბუტიკ- და აპარტ-სასტუმროები. სამვარსკვლავიან სასტუმროშო ნომერს დღე-ღამეში 44 ევროდ იქირავებთ. ყველაზე დაბალფასიანი ვარიანტია – ჰოსტელებში და სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში განთავსება. ძვირადღირებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები მდებარეობს როგორც ზღვასთან ახლოს, ისე ქალაქის ცენტრში. ქალაქის სასტუმროების უპირატესობა – ღირსშესანიშნაობების სიახლოვეა, ხოლო პლაჟის სასტუმროების – ზღვის პირველ ზოლში უზარმაზარი ტერიტორია. ყველგან ტურისტებს სპა-მომსახურებას სთავაზობენ. ასეთ პირობებში ცხოვრების ღირებულებაა 173 ევროდან დღე-ღამეში.

Hotels ვალენსია: 3 stars

ტურისტებისთვის არ არის რეკომენდებული მალვაროს ქალაქის პლაჟზე
განთავსება, სადაც ბოშათა კვარტლები მდებარეობს.

ატმოსფერული ძველებური სტილის მოყვარულებს ცენტრში განთავსებას ვურჩევთ. აქ შეგიძლიათ ბინა იქირავოთ, სადაც ღამისთევა 30-35 ევრო დაგიჯდებათ. რაიონი რუსაფა შესაფერისია მათთვის, ვისაც დროის გატარება ბარებში სურს – ეს არის საუკეთესო ადგილი ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად. პლაჟის დასვენების მოყვარულებს კაბანიალ-კანიამელარი ელის. ამ რაიონში უმჯობესია სასტუმრო იქირავოთ, და არა კერძო საცხოვრებელი. ავტომობილით მოგზაურებისთვის უფრო მოსახერხებელია გარეუბანში განთავსება, ვიდრე ცენტრში. შესაფერისი რაიონებია მისლატა და კომპანარი.

Hotels ვალენსია: Cheap

Valencia Tourist Card

ტურისტული
ბარათი Valencia Tourist Card საშუალებას მოგცემთ ქალაქში
უფასოდ იმგზავროთ, ეწვიოთ მუზეუმებს და ფასდაკლება მიიღოთ რესტორნებსა და
მაღაზიებში. მის შეძენას პირდაპირ აეროპორტში შემოგთავაზებენ – 15 ევრო 1 დღე სარგებლობისთვის,
20 ევრო – 2 დღე ან 25 ევრო – 3 დღე. ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ინგლისურ
ენაზე) შეძენის შემთხვევაში 10% ფასდაკლებას მიიღებთ.

პლაჟები

ვალენსია
მდიდარია საუცხოო ქათქათა ქვიშიანი პლაჟებით, როგორც თავად ქალაქში (Arenas და Malvarrosа),
ასევე მის შემოგარენში. თუმცა თუ იდეალურ ზღვის პეიზაჟს ეძებთ, რომელიც მხოლოდ
ჟურნალის გარეკანებზე გვხვდება, გადით ქალაქგარეთ და არ შეცდებით.

კოსტა-ბლანკას
პლაჟები – ერთ-ერთი ყველაზე „დასახლებულია“ ტურისტებით მთელი ესპანეთის სანაპიროზე
– თუმცა „ლურჯი დროშების“ რაოდენობაც საკმაოდ ბევრია.

აქაური
პლაჟები უსუფთავესი წყლითა და პუდრის მსგავსი თეთრი ქვიშით დაიკვეხნის – მდოვრე
წყლითა და ნებისმიერი „მიმართულებით“ – როგორც ახალგაზრდებისთვის ხმაურიანი, ისე ჩვილებისთვის
მშვიდი ატმოსფეროთი. გარდა ამისა, „თეთრ ნაპირზე“ შესანიშნავადაა განვითარებული
ეკო-, საექსკურსიო და სპორტული ტურიზმი.

კოსტა-დელ-აზაჰარას ცხოვრების ზომიერ ტემპს სათანადოდ დააფასებენ
„ქალაქის ხმაურისგან შორს“ – წყნარი დასვენების მოყვარულები. აქ გასართობი დიდად
არ არის როგორც მეზობელ კოსტა-ბლანკაში, მაგრამ უხვადაა მნიშვნელოვანი ისტორიული
ღირსშესანიშნაობები და თვალწარმტაცი ლანდშაფტები. ადგილობრივი პლაჟები ესპანეთისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი კარგი
ხარისხისაა – ყველგან არის გასახდელები, ტუალეტები, საშხაპეები და პლაჟზე
გასართობი აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები.

შეგიძლიათ იქირაოთ ქოლგები და შეზლონგები – კომპლექტი 8-10 ევრო ღირს.

ქალაქის პლაჟები ტოპ-ლეს გარუჯვის მოყვარულებს მოეწონებათ, ნუდისტებისთვის საუკეთესო ადგილები მოწყობილია ვალენსიის ფარგლებს გარეთ პინდენოსა და ლა-დევესში.

მოგზაურობა ვალენსიაში

დაივინგი ვალენსიაში

ვალენსიაში დაივინგისთვის საუკეთესო დროა მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდი. თერმოკოსტიუმში წყალში ზამთარშიც კი შეძლებთ ჩასვლას. რეგიონში მდებარეობს ესპანეთის ერთ-ერთი წყალქვეშა ღირსშესანიშნაობა – კოლუმბრეტასის ვულკანური კუნძულები. მათ ირგვლივ ზღვა განსაკუთრებული გამჭვირვალობით გამოირჩევა, მყვინთავების წინ იშლება ლავის მრავალი ფენა და ცხოველთა საინტერესო სამყარო ისეთი ზღვის არსებებით, როგორიცაა დელფინი და ბარაკუდა.

ფრესკიტოში მდებარე სანაპირო დაივ-სპოტი განკუთვნილია ახალბედა მყვინთავებისთვის. ხავეა მარია კლაუდიაში კარგი პირობებია მღვიმეებში წყალქვეშა სეირნობისთვის – 22 მ სიღრმეზე შეგხვდებათ რვაფეხა, მურენა და კიბორჩხალა. მრავალრიცხოვანი დაივინგ-ცენტრები ყვინთვას ახლომდებარე ლოკაციებზე ახორციელებენ, ასევე დაივ-ვოიაჟებს უწევენ ორგანიზებას ესპანეთის სხვა რეგიონების წყალქვეშა საოცრებებისკენ.

რა ჩამოვიტანოთ

თხილი
„ჩუფა“ ან „მიწის ნუში“ – წარმოშობით ვალენსიიდანაა. სწორედ მისგან ამზადებენ
ცნობილ „ორჩატას“, რომლის რეცეპტის განმეორება სახლის პირობებშიც კი მარტივია. იგი
ჰალვას მსგავსი ადგილობრივი ტკბილეულია. მზადდება თაფლის, კვერცხის ცილის, შაქრისა
და თხილის ნარევისგან დანამატებით. იგი სხვადასხვა სახით ნებისმიერ სუპერმარკეტში
იყიდება. კიდევ ერთი ტრადიციული ტკბილეულია – ფორთოხლის ნაჭრები შოკოლადში, რომელსაც
ტკბილი ვალენსიური ფორთოხლისგან ამზადებენ. რეგიონისთვის ტიპიური ყველის სახეობაა
– მარილიანი Queso de servilleta და
თხის რძისგან დამზადებული ტკბილი Quesoblanquet. ალკოჰოლური ავთენტური სუვენირებია – თეთრი ღვინო „მისტელა“, „ბობალის“
ჯიშის წითელი ღვინო და სქელი ბრინჯის ლიქიორი.

ვალენსიის ფაიფური ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.

ლიარდოს
ბეჭდის მქონე ჭურჭელი და სტატუეტები ლამაზი, მაგრამ ძვირია. მათი ნამდვილი
ნიმუშების შეძენას შეძლებთ ფაბრიკასთან არსებულ მაღაზიაში. ტყავის საფულეები,
ჩანთები, ქამრები და მათარა ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კულინარებს შეუძლიათ შეიძინონ ფაელიას მოსამზადებელი ნაკრები ან თიხის ჭურჭელი
კერძების ღუმელში მოსამზადებლად. გულშემატკივრებს გაუხარდებათ მაისურები და სხვა
ატრიბუტები ლოგოტიპით Valencia F.C. მაღაზიები საფეხბურთო კლუბი „ვალენსიას“ ოფიციალური საქონლით მდებარეობს
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჩრდილოეთ სადგურზე.

სამზარეულო და რესტორნები

ქალაქში
უამრავი კაფე, ტაპას-ბარი და რესტორანია, რომელთაგან 6 მიშლენის ვარსკვლავები აქვს
მინიჭებული. გარდა ნაციონალური სამზარეულოსი, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ იტალიური,
ინდური და აზიური კერძები. ვახშამი რესტორანში ზომიერი რაოდენობის ალკოჰოლური
სასმელებით 50 ევრო დაგიჯდებათ ორ ადამიანზე. ბევრი დაწესებულება სამი კერძისგან
შემდგარ კომპლექსურ სადილს სთავაზობს ან შვედური მაგიდის პრინციპით მუშაობს
საკვების შეუზღუდავი რაოდენობის გადმოღებით, ფიქსირებულ საფასურად – დაახლოებით
10-12 ევროდ.

ვალენსიელები
აცხადებენ, რომ სწორედ მათი გამოგონილია კერძი ფაელია, ამიტომ ეს კერძი მათი
განსაკუთრებული სიამაყეა. სანაპიროზე ქალაქის პლაჟთან მდებარეობს რესტორანი, სადაც
ჰემინგუეიმ პირველად დააგემოვნა ვალენსიური ფაელია.

ორჩატა“ – ტრადიციული ნუშის რძისგან დამზადებული სასმელია. სიცხეში მას სიამოვნებით მიირთმევენ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები. ცივ ორჩატას საუზმეზე მოგართმევენ „ფარტონებთან“ – გრძელ ფუნთუშებთან ერთად. ნამდვილი „ორჩატა“ უმჯობესია დააგემოვნოთ ძველ ქალაქში მდებარე სპეციალიზებულ დაწესებულებებში – ორჩატერიაში. მაგრამ თევზისა და ზღვის პროდუქტების საუკეთესო კერძებს მთავარი პლაჟის რაიონში ამზადებენ.

ვახშამზე მოსვლას 21:00 საათიდან 22:00 საათამდე გირჩევთ – არცერთი რესტორანი
არ სთავაზობს ვახშამს 20:00 საათამდე.

ვალენსიაში
გემრიელად რომ მიირთვათ, რესტორანში წასვლა არ არის აუცილებელი – ადგილობრივი
დელიკატესების დაგემოვნება შეგიძლიათ ესპანეთის ყველაზე დიდ სასურსათო ბაზარზე Mercado
Central, სადაც დახლები სავსეა ყველით, ძეხვითა
და რეგიონალური წარმოების ხორცით. არ დაგავიწყდეთ ამ ადგილების მთავარი ბოსტნეულის
ღირსშესანიშნაობის შეძენა – ვალენსიური პომიდორის, რომელიც გაჯერებული გემოთი და
რბილი კანით გამოირჩევა.

სიესტა

სიესტა
ვალენსიაში წმინდა რიტუალია. იგი 14:00 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და დაწებულებების
უმეტესობაზე მოქმედებს: მცირე კომერციული კომპანიებიდან დაწყებული, მაღაზიებითა და
მუზეუმებით დამთავრებული. ასე რომ საყიდლებზე და საგამოფენო დარბაზებში უმჯობესია
გაემართოთ 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ვალენსიის გასართობის საშუალებები
და ღირსშესანიშნაობები

ვალენსიის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ჩვეულებრივ ძველ ქალაქში
მდებარე დედოფლის მოედნიდან იწყებენ – აქ ვალენსიის საკათედრო ტაძარი დგას,
რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია იმ ფაქტით, რომ აქ წმიდა გრაალი ინახება.
იუნესკოს ძეგლთა დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი სახელგანთქმული ადგილია – აბრეშუმის
ბირჟა, რომლის შენობათა კომპლექსი ხმელთაშუა ზღვის გოთიკის ნათელი
წარმომადგენელია.

ძველი
ვალენსიის ატმოსფეროს შეგრძნებას შეძლებთ წმიდა ღვთისმშობლის მოედანზე ტაძრების,
შადრევნებისა და ფორთოხლის ხეების გარემოცვაში. ეს ადგილი რეგიონის ისტორიისა და
კულტურის მთავარ საგანძურს ინახავს – ალმოინის არქეოლოგიურ მუზეუმს, წმიდა
მოწამევე ვიკენტიას კრიპტას, სამეფო ბაზილიკას და ჟენერალიტეტის სასახლეს.

ვალენსიაში
ხშირად შეხვდებით ღამურას გამოსახულებას. იგი ქალაქის სიმბოლოა, რომელიც
უკვდავყოფილია ქალაქის გერბზე.

ვალენსიის
სიამაყეა – ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი. ფუტურისტული არქიტექტურის მქონე
თანამედროვე რაიონი არა მარტო რეგიონის, არამედ მთელი ესპანეთის სიმბოლოდ იქცა. ეს
არის ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი დასასვენებელი ადგილი, რომელიც
გარშემორტყმულია პარკებით, ნაკადულებითა და აუზებით. ბავშვებთან ერთად მოგზაური
ტურისტები აუცილებლად უნდა ეწვიონ მეცნიერებისა და ტექნიკის მუზეუმს. იგი
სპეციალურად ადაპტირებულია პატარა სტუმრებისათვის, რომლებსაც ექსპონატების
ამოქმედებას სთავაზობენ. აგრეთვე ეწვიეთ ოკეანარიუმს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხის წყლის ეკოსისტემებს იხილავთ.

სერანოსის საგუშაგო კოშკებიდან ქალაქის შთამბეჭდავი ხედი იშლება.

ვალენსია
ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად მიიჩნევა. ტურიის ქალაქის ბაღები ამავე
სახელწოდების მდინარის ყოფილ კალაპოტს ამშვენებს. სამეფო ბაღები – ბუნებრივი
ნაკრძალია იშვიათი მცენარეების უზარმაზარი კოლექციითა და ტერიტორიაზე განთავსებული
ზოოპარკით. „მონფორტე“ ბაღი – პატარა, მაგრამ თვალწარმტაცი ლანდშაფტური პარკია
სკულპტურული ჯგუფებითა და შადრევნებით.

მუზეუმები

ქალაქი განთქმულია თავისი მუზეუმებით. ელ გრეკოს, ველასკესისა და
გოიას უკვდავი ტილოების ხილვა შეგიძლიათ სან-პიო V ნატიფი ხელოვნების მუზეუმში,
ხოლო IVAM და MUVIM მუზეუმები თანამედროვე ხელოვნებასთან შეხვედრას გპირდებიან.

კერამიკის ნაკეთობების მდიდარი კოლექცია მთელი მსოფლიოდან დაცულია
კერამიკის მუზეუმში. მალვაროსის პლაჟზე მდებარე სახლ-მუზეუმში თავმოყრილი
ექსოპანატები ესპანელი მწერლის ბლანკო იბანიესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ გიამბობთ.

ისტორიის
მუზეუმში რეგიონის წარსულისადმი მიძღვნილ მულტიმედიურ გამოფენას იხილავთ, ხოლო საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა მუზეუმში – დინოზავრებსა და ნამარხებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ
ეწვიოთ კორიდის, ილუსტრაციების, ბრინჯის მუზეუმებს – სულ ორმოცდაათამდე
დაწესებულება. ბევრ მათგანში კვირაობით და დღესასწაულებზე უფასოდ შეგიძლიათ
მოხვდეთ.

ღონისძიებები

ვალენსიის
მაცხოვრებლები გულმოდგინეთ ინარჩუნებენ ნაციონალურ ტრადიციებს და შესაშური
რეგულარობით აწყობენ სხვადასხვა ფესტივალსა და სადღესასწაულო ღონისძიებას. მათგან
მთავარია – „ფალიასი“, რომელიც 1 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით იმართება. ეს არის „ცეცხლისა
და მხიარულების“ დღესასწაული, რომელიც შედგება პიროტექნიკური და მუსიკალური
აღლუმებისაგან, შოკოლადის ფუნთუშების (bunuelos) დაგემოვნებისგან და წმიდა იოსებისა
და ყველა უმწეოს წმიდა მფარველის თაყვანისცემისგან.

ივლისის ბაზრობა – ეს
არის ყვავილების ზეიმი კულმინაცით, როდესაც ერთი საათის განმავლობაში ათასობით
ფერადი მიხაკი ვალენსიის ცაზე ფრენს.

ვალენსიის ეროვნული დღე – 9 ოქტომბერი – ამავდროულად „ადგილობრივი“ ვალენტინობის დღეა, როდესაც მამაკაცები თავიანთ რჩეულებს მარციპანის კანფეტების (Mocadora) ბუკეტს ჩუქნიან. ივლისის ყვავილების ბაზრობა მე-19 საუკუნიდან იმართება. ახლა იგი მთელი თვის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც ეწყობა ბოტანიკური გამოფენები და ადგილობრივი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. ბაზრობის ბოლო კვირა დღეს ხატოვანი შოუ ეწყობა. ამ დღეს ქალაქი ყვავილებშია ჩაფლული. ალამედას სანაპირო ყვავილების ხალიჩით იფარება, რომელზეც ყვავილების ქანდაკებებით შემკობილი კონკურსანტების პლატფორმები გადის. გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ ყვავილების „წვიმა“ იწყება, რომელიც მაყურებლების თავზე „ისხმება“.

ასევე იხილეთ:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze