მინსკის ისტორია ბელარუსის ისტორიას სარკისებურად
ირეკლავს. იგი პირველად ჯერ კიდევ 1067 წელსაა ნახსენები „პირველ მატიანეში“,
მაგრამ რთული ბედის მიუხედავად, მან კულტურული ქალაქის სული შეინარჩუნა, რომელიც
თავის წარსულს აფასებს და მომავალისკენ დარწმუნებულად მიემართება.
მინსკმა აყვავებისა და დაცემის ხანა გამოიარა,
იყო როგორც სამთავროს მდიდარი დედაქალაქი, ისე არაფრით გამორჩეული საგუბერნიო ქალაქი.
ომები ქარიშხალივით ატყდებოდა თავს და აბსოლუტურად ყველაფერს ამოუცნობლად ცვლიდა:
არქიტექტურიდან მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობამდე. მინსკში სეირნობისას მხოლოდ
გაკვირვებას შეძლებთ – სულ რაღაც 100 წლის წინ დიდებული დამოუკიდებლობის გამზირის
ადგილზე ვიწრო ქუჩა იყო პატარა კოხტა სახლებით, ხოლო დღევანდელი ნემიგას ქუჩის
გასწვრივ ამავე სახელწოდების მდინარე მიედინებოდა.
დღევანდელი მინსკი ბელარუსის უდიდესი ქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად
ათობით ათასი ტურისტი მოინახულებს. მიუხედავად შედარებით თანამედროვე სტილის
არქიტექტურისა, აქ სანახავს ნამდვილად იპოვით.
როგორ ჩავიდეთ მინსკში
მინსკში ჩასვლა ძალიან მარტივია. ბელარუსის დედაქალში
მოხვედრის ყველაზე მარტივი გზა – თვითმფრინავია. პირდაპირი რეისები თბილისისა და
ბათუმის აეროპორტებიდან სრულდება. ასევე შეგიძლიათ ავტობუსით იმგზავროთ.
ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან მინსკი, წლის განმავლობაში
ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან მინსკი, წლის განმავლობაში
პირდაპირი ფრენა თბილისი-დან მინსკი-ში
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
24 მაი 2021 | 27 მაი 2021 | ||
15 ივნ 2021 | 23 ივნ 2021 | ||
6 ივლ 2021 | 21 ივლ 2021 | ||
19 აგვ 2021 | 23 აგვ 2021 |
პირდაპირი ფრენა ბათუმი-დან მინსკი-ში
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
7 ივნ 2021 | 15 ივნ 2021 | ||
15 ივნ 2021 | 1 ივლ 2021 |
The Cheapest Flights for this Month from თბილისი to მინსკი
ავიარეისების განრიგი:
მინსკის
რაიონები
მე-20 საუკუნის მშფოთვარე ისტორიამ სრულიად შეცვალა ძველი მინსკის რუკა. ვიწრო ქუჩები ფართო გამზირებმა
ჩაანაცვლა, ხოლო
გარემომდებარე სოფლები ქალაქის
მიკრორაიონებად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მინსკი 9 ადმინისტრაციულ რაიონად იყო დაყოფილი, ქალაქის მკივდრები
მაინც ვერ მიეჩვივნენ მათ. ისინი
სავარაუდოდ ვეც გაიხსენებენ თუ
სად მდებარეობს ოქტომბრის რაიონი, მაგრამ კურასოვშჩინას მდებარეობას ზუსტად მიგასწავლიან.
ზემო ქალაქი
მინსკის ერთ-ერთი უძველესი ნაწილი. მე-16 საუკუნიდან ეს რაიონი ქალაქის ცენტრად იქცა იმის გამო, რომ მისი წინამორბედი, ზამჩიშჩე, ხშირად ხანძრებისა და განადგურების საგანი იყო. დღეს სწორედ ზემო ქალაქს უწოდებენ მინსკის ისტორიულ ცენტრს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობებია განთავსებული: რატუშა და არქიტექტურული ანსამბლი თავისუფლების მოედანზე, „გოსტინი დვორი“, სასტუმრო „ევროპა“, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, ბაზილიანელთა მონასტრების კომპლექსი, სულიწმინდის საკათედრო ტაძარი.
სამების გარეუბანი
ზემო ქალაქთან, სვისლოჩის მარცხენა სანაპიროზე 2-3 სართულიანი სახლების მყუდრო კვარტალი მდებარეობს. ეს არის სამების გარეუბანი. ადრე აქ ბევრი ეკლესია (მათ შორის, მინსკის პირველი კათოლიკური ეკლესია) და მონასტერი
მდებარეობდა.
სამწუხაროდ, მათგან თითქმის არც ერთი არ არის შემონახული და ფაქტობრივად თავად
კვარტალიც
80-იან
წლებში შემონახულ ფუნდამენტზე აშენდა. მიუხედავად ამისა, სამების გარეუბანი საკმაოდ ავთენტურად გამოიყურება. აქ უამრავი კაფე და რესტორანი, ანტიკური მაღაზია და სამხატვრო სახელოსნო, წიგნებისა და სუვენირების მაღაზიაა. სამების გარეუბის მახლობლად მდებარეობს მამაცობისა და მწუხარების კუნძული ავღანეთის ომში დაღუპული ბელორუსიელებისადმი მიძღვნილი მემორიალით.
რაკოვის გარეუბანი
ამ რაიონში ვაჭრები და
ხელოსნები ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დასახლდნენ. დღეს მდიდარი გარეუბნიდან
თითქმის არაფერი დარჩა: რამდენიმე პატარა ქუჩა და მინსკის უძველესი ტაძარი – 1612
წელს აშენებული წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი.
დამოუკიდებლობის გამზირი
მინსკის მთავარი ქუჩა, უფრო სწორად,
მონაკვეთი დამოუკიდებლობის მოედნიდან მეტროს სადგურამდე „ჩელიუსკინცევის პარკი“,
გადავწყვიტეთ ცალკე რაიონად გამოგვეყო. სწორედ აქ შეგიძლიათ უნიკალურ არქიტექტურულ
სტილს გაეცნოთ: სტალინისტურ ამპირს. შენობების აბსოლუტური უმრავლესობა ომის შემდეგ
თავიდან აშენდა, მაგრამ აღდგენილი და რესტავრირებული ომამდელი შენობებიც არსებობს.
კომაროვკა
საწარმო მინსკის
მკვიდრთა ფხიანობის სიმბოლო სამების გარეუბნის მახლობლად მდებარეობს. 100 წლის წინ
ქალაქის ჯერ კიდევ ღარიბ გარეუბანში მდებარეობდა კოღოებით სავსე ჭაობიანი დაბლობი.
1979 წელს აქ დახურული საკოლმეურნეო ბაზარი აშენდა, რომელსაც მინსკელებმა
„კომაროვსკი“ უწოდეს. კომაროვკა ფაქტობრივად უმალვე დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ
იქცა. აქ დღეს ბევრი სავაჭრო ცენტრია, მაგრამ ხალხი ჩვეულებისამებრ მთელი
ქალაქიდან მოდის, რათა ახალი პროდუქტები სწორედ დახურულ ბაზარში შეიძინოს.
ტრაქტოროზავოდსკის დასახლება
შედარებით ახალგაზრდა რაიონი, რომელიც მინსკის
ცნობილი ტრაქტორების ქარხნის მახლობლად მდებარეობს. ლამაზი დაბალსართულიანი
სახლები ომის შემდეგ გერმანელი ტყვეების მიერაა აშენებული. მინსკის მაცხოვრებლები ჯერ
მხოლოდ იწყებენ ქალაქის ამ რაიონის აღმოჩენას. ამიტომ აქ ჯერ კიდევ არ არის მყუდრო
ყავახანები და ღვინის ბარები, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ათწლეულის შემდეგ ტრაქტოროზავოდსკის
დასახლება მინსკის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ადგილი გახდება.
ტრანსპორტი
მინსკის სატრანსპორტო
სისტემა ძალიან კარგად არის განვითარებული. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში
მგზავრობა შესაძლებელია გადაჯდომის გარეშე ან მაქსიმუმ ერთი გადაჯდომით. ბელარუსის
დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოდგენილია ავტობუსით, ტროლეიბუსით,
ტრამვაით, სამარშრუტო ტაქსით, მეტროთი და ტაქსით.
სახმელეთო ტრანსპორტი
მინსკის ყველა
ავტობუსი, ტროლეიბუსი და ტრამვაი წარმოებულია აქვე, დედაქალაქის საწარმოებში
„მაზი“ და „ბელკომუნმაში“. თუმცა იგივე ვითარებაა ქვეყნის ყველა სხვა ქალაქებში –
არა ბელორუსული წარმოების საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან იშვიათად შეგხვდებათ.
სახმელეთო ტრანსპორტი ზუსტად
განრიგის მიხედვით მოძრაობს, მაგრამ უმჯობესია გაჩერებაზე რამდენიმე წუთით ადრე
მოხვიდეთ.
მუნიციპალური სახმელეთო
ტრანსპორტით ერთი მგზავრობის ბილეთის ღირებულება შეადგენს 0,55 BYN-ს კიოსკში
შეძენისას ან 0,60 BYN მძღოლთან. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობას
გეგმავთ, გირჩევთ შეიძინოთ უკონტაქტო სამგზავრო ბარათი თქვენთვის საჭირო
მგზავრობის რაოდენობით. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018 წლის ოქტომბრის
მდგომარეობით.
ასევე პოპულარობით სარგებლობს სამარშრუტო
ტაქსები. ზოგიერთი მათგანი ქალაქის ტრანსპორტის მარშრუტების დუბლირებას ახდენს,
მაგრამ ძირითადად ისინი მინსკის გარეუბანში მდებარე რაიონებს აკავშირებს.
სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულებაა 1-1,50 BYN.
მეტრო
მინსკის მეტრო 1986
წელს გაიხსნა. ამ სატრანსპორტო საშუალების აქტიური მხარდამჭერი იყო საბჭოთა რესპუბლიკის
იმდროინდელი ხელმძღვანელი პეტრე მაშეროვი. მეტროპოლიტენის მშენებლობაზე პრეტენზიის
გაცხადება მხოლოდ 1 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქალაქს შეეძლო, ამიტომ მაშეროვი
აქტიურად იზიდავდა ხალხს მთელი ბელორუსიიდან მინსკში. როგორც კი ქალაქმა სანუკვარ რიცხვს
მიაღწია, მოსკოვმა მინსკის მეტროპოლიტენის პროექტირების ნებართვა გასცა.
მინსკის მეტროპოლიტენი
დღეს წარმოდგენილია 2 ხაზითა (დაგეგმილია მე-3 ხაზის გახსნა) და 29 სადგურით.
ერთადერთი გადასაჯდომი სადგურია „კუპალოვსკაია-ოკტიაბრსკაია“ („კასტრიჩნიცკაია“).
ერთჯერად მგზავრობის ღირებულებაა 0,65 BYN. თითოეულ სადგურს თავისი სტილი აქვს,
რომლის დათვალიერება, სამწუხაროდ, რთულია უამრავი რეკლამის გამო.
ტაქსი
მინსკის ტაქსი ქალაქში გადაადგილების შედარებით
იაფი საშუალებაა (თუ დისპეჩერის მეშვეობით შეუკვეთავთ). ჩასხდომას დამატებული 3 კმ მგზავრობა 4,50 დაგიჯდებათ,
თითოეული დამატებითი კილომეტრი – 0,55 BYN.
მინსკის
სასტუმროები
ბოლო წლებში მინსკი სასტუმროების ნამდვილ ბუმს განიცდის. ქალაქში უამრავი მსხვილი ოპერატორია, როგორიცაა Hilton, Marriott, Novotel. იზრდება 2-3* სასტუმროების რაოდენობა. ეს კი სასტუმროებს საშუალებას აძლევს ყოველწლიურად აპარტამენტების სეგმენტიდან გარკვეული წილი წაიღოს. საქმე იმაშია, რომ აპარტამენტების მოკლევადიანი ქირაობა დიდი ხნის განმავლობაში უფრო ხელმისაწვდომი ღამისთევის ვარიანტი იყო, ვიდრე არცთუ ისე დიდი სასტუმროების ქსელი, რომელიც საბჭოთა სტილის ნომრებს საკმაოდ მაღალ ფასად სთავაზობდა. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ, რომ მინსკის სასტუმროში განთავსების ღირებულება 20-30%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ვილნიუსში ან ვარშავაში და დღე-ღამეში დაახლოებით 150-200 BYN ღირს.
Hotels მინსკი: Cheap
მინსკის სასტუმროების
უმრავლესობა ქალაქის ცენტრშია განთავსებული. მაგრამ მინსკის სხვა რაიონებშიც
აქტიურად აშენებენ სასტუმროებს, რომლებიც მათ ცენტრალურ ანალოგებზე ნაკლები ღირს.
მინსკში ასევე იზრდება ჰოსტელების ქსელი. თითქმის ყველა მათგანი ცენტრში მდებარეობს, მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან ფეხით სავალ მანძილზე. საერთო ოთახში საწოლის ღირებულებაა 30-40 BYN.