“COVID 19-ით გამოწვეული სირთულეების დაძლევისთვის, საჰაერო ტრანსპორტით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის და ავიამიმოსვლის აღდგენის კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საავიაციო სექტორის წარმომადგენლების დროულ და აქტიურ ვაქცინაციას”, – აცხადებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, რომელიც თანამშრომლებთან ერთად, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

როგორც კარანაძემ განმარტა, საკოორდინაციო საბჭოს გადაყვეტილებით, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭათ.

“აღნიშნული ხელს შეუწყობს დარგში მოქმედი უწყებების და საწარმოების ბიზნეს უწყვეტობას, მათი ტექნიკური და საოპერაციო პერსონალის შეუფერხებელ საქმიანობას. მოვუწოდებ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ” – ამბობს ლევან კარანაძე.

https://avianews.ge/aviamimosvlis-aghdgenis-kuthkhith-arsebuli-pozitiuri-dinamikis-shenarchunebisthvis-saaviatsio-seqtoris-tsarmomadgenlebis-droul-vaqtsinatsias-umnishvnelovanesi-roli-enitcheba-karanadze/

Facebook კომენტარები