ავიაციის სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭათ, – წერის სოფიალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ​გ​უშინ, შეხვედრისას ავიაციის ინდუსტრიამ მთავრობას მიმართა თხოვნით, რათა ავიაციაში დასაქმებულები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში მომხვდარიყო. 

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით, სექტორის თხოვნის გათვალისწინებით, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭათ!

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ავიაციის და ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და რაც მთავარია, უსაფრთხო აღდგენას”, წერს მარიამ ქვრივიშვილი.

Facebook კომენტარები