გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ავიაგადამზიდველი ფრენებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 4 ივლისიდან, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი, 4 ივლისიდან ყოველ კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) – ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს, მიმდინარე წლის 4 ივნისს მიენიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze