გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაანონსებულზე ადრე შემოდის. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, Eurowings-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას 4 ივლისიდან დაიწყებს. რამდენიმე თვის უკან კი ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის თარიღად 21 ივლისი დასახელდა და ავიაგადამზიდავიც საკუთარ საიტზე სწორედ ამ თარიღიდან ყიდდა ბილეთებს. 

Eurowings-ი დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფია საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს საწყის ეტაპზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელებს.

ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ავიაკომპანიის საიტზე დიუსელდორფსა და თბილისს შორის რეისებზე ავიაბილეთები მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) იძებნება. 

Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთზეა გათვლილი: BASIC, SMART და BOZclass.

გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს.  აღსანიშნავია, რომ  Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.

​2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze