ლიმასოლი კვიპროსის ყველაზე მხიარულ და კოსმოპოლიტურ ქალაქად ითვლება,
ამასთან, კურორტი კუნძულის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორის მდებარეობს: უძველეს
კურიონს და ანტიკურ ამათუსს, პაფოსსა და აია-ნაპას შორის. თავად სახელწოდება „ლიმასოლიც“
კი „შუა ქალაქს“ ნიშნავს.
კურორტზე ცხოვრება ზამთარშიც კი აქტიურია: ტურისტები ღამის კლუბებში ერთობიან, საუკეთესო კვიპროსულ ღვინოს მიირთმევენ და დღე და ღამე მხიარულობენ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ აქ მხოლოდ „საწვეულებო“ ახალგაზრდობას ნახავთ – ლიმასოლში დასვენება ბავშვებთან ერთად მოგზაურ ოჯახებსაც უყვართ (პატარა მოგზაურთათვის აქ ფუქნციონირებს სამი აკვაპარკი, ლუნა-პარკი და კვიპროსის ერთადერთი ზოოპარკი, რომელიც ქალაქის ატრაციონების პარკში მდებარეობს), ისევე როგორც რესპექტაბელური საზოგადოება, რომელიც ლეპტოპებს პლაჟზე ან ბარშიც კი არ იშორებს. აღვნიშნავთ, რომ ეს არის კუნძულის ყველაზე „რუსულენოვანი“ კურორტი, მაგრამ ეს პლიუსი იქნება თუ მინუსი – თავად გადაწყვიტეთ.
როგორ ჩავიდე
ლიმასოლში მოსახვედრად საუკეთესო საშუალებაა პირდაპირი ავიარეისები ქუთაისიდან ლარნაკას მიმართულებით. ლარნაკადან კურორტი ლიმასოლი 71 კილომეტრითაა მოშორებული. თბილისიდან ლარნაკაში მოხვედრას მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ
პირდაპირი ფრენა ქუთაისი-დან ლარნაკა-ში
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
13 ივლ 2021 | 17 ივლ 2021 |
ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ლარნაკა, წლის განმავლობაში
სასტუმროები ლიმასოლში
ასევე იხილეთ: