ლარნაკას სერიოზული საფუძველი აქვს, რომ კვიპროსის უძველესი ქალაქის წოდებაზე
ჰქონდეს პრეტენზია: არქეოლოგების მიერ ნაპოვნი მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს,
რომ იგი 6000 წლის წინ იყო დასახლებული. თუმცა კურორტის ამჟამინდელ იერსახეს ეს
სიძველე ნაკლებად ეტყობა. თანამედროვე ლარნაკა – კვიპროსის სხვა საზღვაო კურორტების ტყუპისცალია მშენებლობისა და
არქიტექტურული თავისებურებების თვალსაზრისით:
ქალაქის ძველი ცენტრი და პლაჟთან ახლოს მდებარე სასტუმროებისა და რესტორნების სიუხვე, რომელთა გასწვრივ სასეირნო
პრომენადია გადაჭიმული.

ლარნაკა – კვიპროსის კურორტებს შორის ყველაზე „მარტივია“, რომელიც შესაფერისია არცთუ ისე მაღალშემოსავლიანი ტურისტებისთვის. შეგვიძლია თამამად გირჩიოთ აქ პატარა ბავშვებთან ერთად დასვენება, რადგან ზღვა ღრმა არ არის და ფსკერიც ქვიშისაა. სასტუმროების უმეტესობა ლარნაკას ტურისტულ ზონაში მდებარეობს, რომელიც შექმნილია ქალაქის აღმოსავლეთით, ქვიშიანი ყურის სანაპიროზე. კურორტი ასევე შესაფერისია ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც კომფორტულად დაისვენება სურთ დიდი ქალაქების ხმაურისგან შორს.

როგორ ჩავიდე?

ლარნაკაში მოსახვედრად საუკეთესო საშუალებაა ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან, რომელიც პირდაპირ რეისებს ასრულებს ლარნაკის მიმართულებით. თბილისიდან ლარნაკაში ჩასასვლელად გადაჯდომა მოგიწევთ

პირდაპირი ფრენა ქუთაისი-დან ლარნაკა-ში

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 ივლ 202117 ივლ 2021ფასი 160

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ლარნაკა, წლის განმავლობაში

სასტუმროები ლარნაკაში

Hotels ლარნაკა: 4 stars

ასევე იხილეთ:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze