კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი ფრენებს კიდევ ერთი მიმართულებით ანახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან Qatar Airways-ი დოჰა-ატლანტა-დოჰას მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას. ფრენები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) განხორციელდება. ატლანტა Qatar Airways-თვის ამ ეტაპზე  აშშ-ში რიგით 12 ქალაქია, სადაც ფრენებს შეასრულებს.

ფრენების განრიგი: 

დოჰა (DOH) ატლანტა (ATL) QR755 გაფრენა 08:10 ჩაფრენა 16:15

ატლანტა (ATL) დოჰა (DOH) QR756 გაფრენა 19:55 ჩაფრენა 16:35+1

ავიაბილეთის ფასები:

ეკონომ კლასი 3337.00 ₾-დანბიზნეს კლასი 9367.00 ₾-დან

Qatar Airways-ში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია გეგმავს ფრენების სიხშირის ზრდას ბოსტონის, მაიამის, ნიუ იორკის, ფილადელფიის, სან ფრანცისკოს და სიეტლის მიმართულებით.

ატლანტა – ყოველკვირეული 4 რეისი 01 ივნისიდან
ბოსტონი – ყოველკვირეული 4 რეისი 03 ივნისიდან
მაიამი – ყოველკვირეული 5 რეისი 07 ივნისიდან
ნიუ იორკი – ყოვედღიური 2 რეისი 21 ივლისიდან
ფილადელფია – ყოველკვირეული 5 რეისი 02 ივლისიდან
სან პაულო – ყოვედღიური 2 რეისი 06 აგვისტო
სან ფრანცისკო – ყოვედღიური 1 რეისი 2 ივლისიდან
სიეტლი – ყოვედღიური 1 რეისი 8 ივლისიდან
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ Qatar Airways-ის ადგილობრივ წარმომადგენელს!

Facebook კომენტარები