აია-ნაპა საოცარი ისტორიის მქონე კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და
აქტიური კურორტია. სახელწოდება, რომელიც ითარგმნება როგორც „წმინდა ტყეები“,
ქალაქმა მიიღო ოდესღაც აქ ნაპოვნი სალოცავების პატივსაცემად. დაახლოებით ჩვ.წ.
მე-7-8 საუკუნეებში მღვიმეში, ხშირი ბუჩქნარების შუაგულში, ბიზანტიელებმა ხატმებრძოლთაგან
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გადამალეს. ასობით წლის შემდეგ, შემთხვევითმა
მოგზაურმა ხატი იპოვა, ამ ამბის შესახებ მთელმა რეგიონმა გაიგო და გამოქვაბულს მორწმუნეები
მოაწყდნენ.
ხატსა და მხარეს „პანაგია ნაპა“ უწოდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ტყიდან),
დროთა განმავლობაში კი უბრალოდ აია-ნაპა. მოგვიანებით, გამოქვაბულზე სამლოცველო
აღმართეს, შემდეგ კი ტაძარი. დღეს ეს არის აია-ნაპას მონასტერი, რომელიც თითქმის პირვანდელი
სახითაა შემონახული.
80-იან წლებში აია-ნაპა ტურისტულ ქალაქად იქცა, იგი სწრაფად ვითარდებოდა და ტურისტებს თავისი სამოთხის პლაჟებითა და წყლის გასართობი საშუალებებით იზიდავდა. აია-ნაპა იდეალურია აქტიური დასვენებისთვის. ქალაქი ასევე განთქმულია თავისი აქტიური ღამის ცხოვრებით, მას „მეორე იბიცასაც“ კი უწოდებენ ბარების, დისკოთეკებისა და კლუბების უხვი რაოდენობის გამო.
როგორ ჩავიდე?
აია-ნაპაზე მოსახვედრად უახლოეს აეროპორტ ლარნაკას გირჩევთ, სადაც ავიაკომპანია ვიზეარი გთავაზობთ პირდაპირ რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან. თბილისიდან ლარნაკაში მოსახვედრად 1 გადაჯდომა დაგჭირდებათ
პირდაპირი ფრენა ქუთაისი-დან ლარნაკა-ში
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
3 ივლ 2021 | 10 ივლ 2021 |
ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ლარნაკა, წლის განმავლობაში
სასტუმროები აია-ნაპაში
Hotels Ayia Napa: 4 stars
ასევე იხილეთ: