ფოტოები – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოგზაურობის შემდეგ გვრჩება და საუკეთესო მოგონებებს ინახავს, ამასთანავე გვიფერადებს პირად გვერდებს სოციალურ ქსელებში.  გთავაზობთ ყველაზე “ინსტაგენური” ქალაქების ჩამონათვალს, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ და ბევრი ფოტოთი დაბრუნდეთ.

ლონდონი

ლონდონი დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ჭრელი, ცოცხალი, ხმაურიანი, უამრავი ღირსშესანიშნაობითა თუ მუზეუმით სავსე, ქალაქი სადაც ჩვენთვის  არაერთი საყვარელი პერსონაჟი დაიბადა და რომელსაც არასოდეს არ სძინავს. ლონდონი ყველაზე “მწვანე” ქალაქად ითვლება ევროპაში და აქ გადაღებული ფოტოები გამორჩეულად ლამაზი და საოცარია.

 

პარიზი

პარიზი ერთდროულად სიყვარულთან, მოდასთან, ეიფელთან, გემრიელ კრუასანებთან და ღვინოსთან ასოცირდება. გარდა ამისა ლონდონის მსგავსად, ამ ქალაქშიც არაერთი ღირსშესანიშნაობა და ისტორიული ძეგლია თავმოყრილი. თუმცა არის ადგილები, რომელიც თითქოს ფოტოების გადასაღებადაა შექმნილი, მაგალითად Rue Cremieux-ის ქუჩა, Musee D’Orsay, Galerie Vivienne და  Montmartre, ასე რომ პარიზში მოგზაურობა თუ გადაწყვიტეთ, ფოტოებისთვის ეს ადგილები მოინახულეთ.

სანტორინი

სანტორინი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ლამაზ და განსხვავებულ კუნძულად ითვლება, სადაც განსაკუთრებით ლამაზია მზის ამოსვლა და ჩასვლა. ქათქათა თეთრი შენობების და ლურჯი სახურავების ფონზე კი შესაშურად ლამაზი ფოტოები გამოგივათ.

ბლედის ტბა სლოვენიაში

სლოვენიაში მდებარე ბლედის ტბა, რომლის შუაგულში ამავე სახელის მქონე კუნძული, მდებარეობს ფოტოგრაფების საყვარელ ადგილად ითვლება, რადგან ყველა მხრიდან მთებითა და ტყეებითა გარშემორტყმული და წელიწადის ნებისმიერ დროს იდეალურად ლამაზ სანახაობას ქმნის.

ვენეცია

იტალია გურმანებისთვის საყვარელი ქვეყანაა, თუმცა ვენეცია იდეალური ფოტოების გადასაღებად, ყველა პირობას იძლევა. უამრავი ხიდი, გონდოლა, რესტორანი, ჭრელ-ჭრელი ვიტრინები და მაღაზიები, ირგვლივ კი  წყალი. თუ კარნავალის დღეებს დაემთხვიეთ, ორმაგად საოცარი ფოტოებით დაბრუნდებით.

სტამბოლი

თურქეთი ევროპის ნაწილად არ ითვლება, თუმცა ვის რაში ადარდებს ეს ფაქტი, როცა სტამბოლში თითოეული ინჩიც კი ძალიან საინტერესოა, სტამბოლში აუცილებლად უნდა მოინახულოთ აია სოფია, ცისფერი მეჩეთი და გაისეირნოთ ძველი სტამბოლის ქუჩებში.

ლისაბონი

ლისაბონში ფოტოების გადაღება დაუსრულებლადაა შესაძლებელი, რადგან ეს ქალაქი მთელი ევროპისგან განსხვავდება თავისი იერსახით და ეგზოტიკით. ლისაბონს მზისფერ ქალაქს ეძახიან, სადაც ევროპული, ლათინური და კულტურა ერწყმის ერთმანეთს და აქ ფოტოების გადაღება დაუსრულებლადაა შესაძლებელი.

თუ ძალიან მოიხიბლე და ერთი სული გაქვს, როდის წახვალ ამ ქალაქების დასათვალიერებლად, flytkt.ge-სთან ერთად შეგიძლია დაგეგმო ტური ნებისმიერი მიმართულებით. 

Facebook კომენტარები