კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ნაპირსა და ტროოდოსის მთებს შორის
მდებარე პაფოსი ცნობილია, პირველ
რიგში, როგორც აფროდიტეს სამშობლო. აქ ის ადგილიც კი არის აღნიშნული, საიდაც
ქალღმერთი თითქოს ზღვის ქაფისგან იშვა. თუმცა კურორტის სხვა ღირსშესანიშნაობებთან
შედარებით – ეს ქვა არაფერს წარმოადგენს. სამეფო სამარხები, მოზაიკა თესევსის
ვილაზე, წმინდა სოლომონიის კატაკომბები… შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ
უძველესი ქალაქი პაფოსი კვიპროსის კურორტთაგან პირველი შევიდა იუნესკოს ძეგლთა
დაცვის სიაში, ჯერ კიდევ 1980 წელს.

და, რასაკვირველია, პაფოსი თავის სახელს ამართლებს: ეს არის კუნძულის ყველაზე ელიტური კურორტი, სადაც ძირითადად შეძლებული ხალხი ისვენებს. კურორტი არ არის ორიენტირებული ბავშვთა დასვენებაზე, აქ არ არის საბავშვო ანიმაციური პროგრამები, არც სათამაშო მოედნები, სამაგიეროდ ზღვის მყუდრო უბეები და განმარტობეული პლაჟები, პირველი კლასის რესტორნები და „ლამაზი ცხოვრების“ ინფრასტრუქტურის სხვა კომპონენტები მთელი კვიპროსისთვისაც კი საკმარისზე მეტი იქნებოდა.

როგორ ჩავიდე?

პაფოსში მოსახვედრად საუკეთესო საშუალებაა ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკაში. ლარნაკიდან ქალაქი პაფოსი მდებარეობს 137 კილომეტრში

პირდაპირი ფრენა ქუთაისი-დან ლარნაკა-ში

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 ივლ 202117 ივლ 2021ფასი 160

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ლარნაკა, წლის განმავლობაში

სასტუმროები პაფოსში

ასევე იხილეთ:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze