მოგზაურობის დროს სხვადასხვა ტიპის დამხმარე აპები ხშირად ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. ასეთი აპების მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი რამ, რაც იმ კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ. საუკეთესო კვების ობიექტები, ღამის კლუბები,  გადაადგილების და განთავსების საშუალებები და რაც მთავარია ეს აპები ფინანსების დაზოგვაშიც გვეხმარება, რადგან მათი ძირითადი მიზანია მივიღოთ საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად. გთავაზობთ 15 ყველაზე პოპულარულ და გამოსადეგ აპს, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო იყენებს და თქვენც არაერთხელ გაგიწევთ საჭირო დახმარებას.

Booking.com

ონლაინ რეზერვაციების ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა,რომელიც ალბათ ნებისმიერი მოგზაურის სმარტფონში იკავებს ადგილს და სადაც 85 000 სასტუმრო, ჰოსტელი თუ გესთჰაუსია განთავსებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბუქინგის მთავარი ღირსებები ფასების მრავალფეროვნება და 24/7-ზე სერვისია, გარდა ამისა მომხმარებლების შეფასებები ყოველთვის დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. აპლიკაციის ჩამოტვირთვა კი უფასოა.

Airbnb.com

ბუქინგის მსგავსად airbnb-ც უდიდესი პორტალია, სადაც 100,000-ზე მეტ ქალაქში შეგიძლიათ შეარჩიოთ ღამის გასათევი ადგილი, საუკეთესო ფასად. გარდა ამისა, airbnb-ზე  შეგიძლიათ კონკრეტულ ქალაქში შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო აქტივობები და ტურები.

Hopper

ერთ-ერთი საუკეთესო აპი ავიაბილეთების და სასტუმროების მოსაძიებლად. ჰოპერი “უსაფრდება” საუკეთესო ფასებს და ყოველთვის გატყობინებთ ამა თუ იმ ფასზე მაღალია თუ დაბალი. თუ მოგზაურობისთვის კონკრეტული ბიუჯეტი გაქვთ გათვლილი, ჰოპერი ნამდვილად კარგ დახმარებას გაგიწევთ.

Tripadvisor

შეუცვლელი პლატფორმაა ინფორმაციის მისაღებად. Tripadvisor-ის მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ ნებისმიერ ქალაქში თუ ქვეყანაში არსებული სასტუმროების, რესტორნების, აქტივობების შესახებ, მნიშვნელოვანია ისიც რომ მომხმარებლების ობიექტური შეფასებები ყოველთვის დაგეხმარებათ გაიგოთ სად ღირს წასვლა და სად არა.

Ra Guide

ერთგვარი კულტურული გიდია, რომელიც თქვენთვის საინტერესო ქალაქში საუკეთესო კლუბების და ივენთების შესახებ გაწვდით ინფორმაციას. თუ ელექტრონული მუსიკა და ღამის გართობა გიზიდავთ, ეს აპი თქვენს სმარტფონში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. ჩამოტვირთვა კი უფასოა.

Kiwi.com

კივი იდეალური აპია კონკრეტულად ტრანზიტული ფრენებისთვის და განსაკუთრებით მაშინ, როცა ამა თუ იმ გადაადგილებისთვის განკუთვნილი გაქვთ კონკრეტული ბიუჯეტი. კივიზე ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ავტობუსების და მატარებლების ბილეთები, სასტუმრო და მანქანების გაქირავება.

Maps.me

ამ აპლიკაციის მეშვეობით, ინტერნეტის გარეშე შეგიძლიათ ისარგებლოთ ქალაქების და ქვეყნების რუკებით. საჭიროა უბრალოდ თავიდან ჩამოტვირთოთ სასურველი ქალაქის რუკა. უცნობ ქალაქში ერთ-ერთი საჭირო აპია, რომელიც ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ. Maps.me-ს ჩამოტვირთვა უფასოა

WiFi Map

ფრიად საჭირო აპი, რომელიც მოიცავს ქალაქებში არსებულ Wi Fi რუკებს, პაროლებით. აპს აქვს უფასო და ფასიანი ვერსია, განსხვავება კი იმაშია, რომ უფასო ვერსიით შეგიძლიათ ნახოთ ერთი მილის გარშემო არსებული Wi Fi რუკები, ხოლო ფასიან ვერსიაში წინასწარ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საჭირო ლოკაციები, რომლებთან წვდომაც ინტერნეტის გარეშეც გექნებათ.

Omio

ამ აპლიკაციის მეშვეობით ევროპის და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით შეგიძლიათ იხილოთ ნებისმიერი მიმართულებით ავტობუსის, თვითმფრინავის და მატარებლის ბილეთები. ომიოს მთავარი ღირსება დაბალი ტარიფებია, მისი ჩამოტვირთვა კი უფასოა.

Tripit

მეშვეობით შეგიძლიათ დაგეგმოთ სრული მოგზაურობა. სასტუმრო, თვითმფრინავის ბილეთები ან იქირავოთ მანქანა. ამ აპის მთავარი პლუსები ისაა, რომ განსაკუთრებით რთულად მოსაძიებელ მარშუტებზეც შეგიძლიათ სასურველი სერვისის მიღება. აპს აქვს ფასიანი ვერსიაც, თუმცა უფასოც სრულად აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.

Ra Guide

ერთგვარი კულტურული გიდია, რომელიც თქვენთვის საინტერესო ქალაქში საუკეთესო კლუბების და ივენთების შესახებ გაწვდით ინფორმაციას. თუ ელექტრონული მუსიკა და ღამის გართობა გიზიდავთ, ეს აპი თქვენს სმარტფონში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. ჩამოოტვირთვა კი უფასოა.

Duolingo

27მდე ენას მოიცავს, რომელიც განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში დაგეხმარებათ, სადაც ინგლისური კატეგორიულად “არ ჭრის” და ახალი ენების ათვისებაშიც დაგეხმარებათ.

Aroundme

Aroundme თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით გაჩვენებთ უახლოეს ბანკს, ბენზინგასამართ სადგურს, საავადმყოფოს, სუპერმარკეტს, მაღაზიებს, ბარს, ერთი სიტყვით ყველაფერს რაც შესაძლებელია რომ იმ მომენტში დაგჭირდეთ. უფასო და საჭირო აპლიკაციაა, რომელიც ყოველთვის გამოგადგებათ.

Yuggler

განსაკუთრებით გამოსადეგი აპია, მათთვის ვინც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაურობს. ამ აპის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ რეკომენდაციები, თუ სად შეიძლება გაერთოს თქვენი პატარა.

Maven – Car Rental App

ხშირად მოგზაურობისას კონკრეტულ ქალაქში მანქანით გადაადგილება უფრო მოსახერხებელია, მანქანის ქირაობა კი არც ისე მარტივია. თუმცა მავენის აპი მანქანის ქირაობას ბევრად ამარტივებს.

დაიგეგმეთ fly.tkt.ge-სთან ერთად, სადაც ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ ბილეთები და ამ აპების ჩამოტვირთვაც არ დაგავიწყდეთ.

Facebook კომენტარები