მოგზაურობის შემადგენელი ნაწილი და გარდაუვალი პროცესი ფოტოების გადაღებაა, რომელიც, გვინდა გითხრათ, რომ მარტივი საქმე სულაც არ არის – ანდაც, ჩვენი თქმა რაში გჭირდებათ, თავადაც ხომ ყოფილხართ იმ გასაჭირში, როდესაც გადაჭედილი ტურისტების და ხალხმრავლობის გამო, წესიერი ფოტო ვერ გადაგიღიათ, ან გადაგიღიათ და უკან ფონი გაუფუჭებიათ

ასევე, არსებობენ ტურისტები და საბედნიეროდ არსებობს ფოტომასალებიც, სადაც ხალხმრავლობას არა, მაგრამ სხვა მომენტებს შეუშლიათ ხელი და საბოლოოდ, ის არ გამოსულა რაც მათ სურდათ, თუმცა, აი მაგალითად ჩვენ თუ გვკითხავთ, ბევრ ლამაზ ტურისტულ ფოტოს ნამდვილად ჯობია

აბა, ზედმეტი შესავლით აღარ დაგღლით და გავერთოთ:

1. როცა გამვლელში არ გიმართლებს

ბრიუსელი, ბელგია

ბრიუსელის ქუჩაში მომავალმა (და როგორც ჩანს ძალიან კარგ ხასიათზე მყოფმა) საძმაკაცომ, დაინახა, რომ ეს ქალბატონი ფოტოს იღებდა. ვინ იცის, იქნებ და როგორ ელოდებოდა ინსტაგრამზე ამ ფოტოს დადებას და შემდეგ მრავალი კომენტარის წაკითხვას, თუმცა, ვინ აცალა? არანაირად მორიდებიათ უცხო ადამიანისთვის ხელის შეშლა და ჩვენ თუ გვკითხავთ, ასეთი ვერსია ბევრად ჯობია (მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ნანახი არ გვაქვს).

პ.ს ისე, ის აზიელი მამაკაციც ამ საძმაკაცოს წევრია თუ მასაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს?

2. თქვენც გეტკინათ სახე?

არადა, დადგები კაცი, წელში გაიმართები, სათვალეს გაიკეთებ, საყელოს შეისწორებ და იტყვი :”მიდი, მზად ვარ, გადაიღე” და გამოხტება ამ დროს ვიღაც თავხედი და მთელ ყურადღებას თავისკენ მიიპყრობს, მიდი და ელაპარაკე რამე..

3. ფოტო, რომლის ხმაც გესმის

პერუ

ისე, ამ ფოტოში, რომელს რომლის ეშინია – საკითხავი ეგ არის

4. როცა ერთ ფოტოში ბევრი კითხვაა

მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, დაჩოქილ მამაკაცს აქვს – გაჰყვება თუ არა ის ქალბატონი (რომლის ემოციაც ფოტოში არ იკითხება) ცოლად.

თუმცა, ფოტოს შემყურე მაინც ერთი კითხვა გიტრიალებს – და საერთოდ, რა ხდება?????

5. Hey there, ladies!

როგორც მისი იმედგაცრუებული სახიდან ჩანს (და არა მხოლოდ), ამ უსაყვარლესი თევზის ექსპრომტად გამოჩენას, დიდი სიხარული არ გამოუწვევია

6. “შენი და სად არის?”

მოგზაურობის დროს, ბავშვების ზოოპარკში წაყვანა, ყოველთვის კარგად არ სრულდება, როგორც ჩანს

7. როცა საოჯახო ფოტოს იღებ და ვიღაც კაცი შორტებში ხელს გიშლის

პარიზი

ისე, ამდენ ადამიანს ერთდროულად რომ გაუმართლოს და წინ ვიღაც ველოსიპედისტმა ჩაუაროს, ძალიან იშვიათია, არა?

8. მშობლები, როგორც ასეთი

პარიზი

“მერე რა, გული ერევა, დიდი ამბავი, მთავარია ეიფელის ფეხი გამომიჩინე, რა”

9. ფოტოგენურები მარტო ადამიანები არ არიან

ნოტრ-დამი, პარიზი

ამ ქალბატონს რა აწუხებს ვერ ვხვდებით. ნოტრ-დამი სავსეა მტრედებით, თუმცა იშვიათობაა, რომელიმემ ფოტოს გადაღება ისურვოს, ამ ქალს კი ნამდვილად გაუმართლა

10. ბონუსი

ეს ფოტო აღწერასთან არაფერ შუაშია, მაგრამ რომ არ გაგვეზიარებინა, არ შეგვეძლო. წყვილმა საათობით იფრინა და წლობის ოცნება აიხდინა – ჩავიდნენ ინგლისში, კერძოდ ლონდონში ბიგ ბენის სანახავად და აი ეს დახვდათ…

ისე, თქვენს სასაცილო სამოგზაურო ფოტოებსაც დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდით. სანამ ფრენები აღდგება, სახალისო ფოტოების და ისტორიების გახსენება, ახლა მისწრებაა, არ გვეთანხმებით?

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze