ბაზელი –
შვეიცარიის მეორე ქალაქია, კოსმოპოლიტური და ძალიან „ახალგაზრდა“. ეს დაკავშირებულია
იმ ფაქტთან, რომ ბაზელში თავმოყრილია შვეიცარიის უმნიშვნელოვანესი უნივერსიტეტები,
სადაც ყოველწლიურად ათასობით სტუდენტი მიისწრაფვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბევრი
აღარც ბრუნდება – ისინი მრავალ სამეცნიერო ინოვაციურ ცენტრში რჩებიან სამუშაოდ.
ოფიციალური ენა გერმანულია, მაგრამ ახალბედასთვის თითქმის შეუძლებელია გაიგოს
ადგილობრივი ბაზელური დიალექტი, თუნდაც გერმანულს სრულყოფილად ფლობდეს. თუმცა, ეს
არ არის პრობლემა, ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელებს დაჩვეულია და თითქმის ყველა
ევროპულ ენაზე საუბრობს.
უნივერსიტეტების გარდა, ბაზელი საინტერესოა მრავალრიცხოვანი მუზეუმით (აქ ხშირად უფასოდ მოხვდებით), მოდური სამხატვრო გალერეით, შუასაუკუნეების არქიტექტურითა და, რა თქმა უნდა, გასართობი ადგილებით – სტუდენტურ ქალაქში მათ ვერსად გაექცევით.