სასტუმროში დასვენება, პირველ რიგში, ალბათ კომფორტთან ასოცირდება, არა? რბილი ლოგინი, ტელევიზორი, ოთახში შესაბამისი ტემპერატურა, დილის საუზმე და ასე, დაუსრულებლად შეიძლება ჩამონათვალის გაგრძელება, თუმცა, ყველაზე ნაკლებს რასაც ველოდებით – ეს დისკომფორტია, რაც შეიძლება ძალიან პატარა დეტალმაც კი გამოიწვიოს (თანაც მაშინ, როდესაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ვისვენებთ)

ისე, სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, დისკომფორტი – დისკომფორტია, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რამდენიმე “ხრიკი” გაგიზიაროთ იმისთვის, რომ სასტუმროში თქვენი დასვენება უფრო მარტივი გახდეს.

1. გენიალური მოფიქრებაა მათთვის, ვისაც ძილი სრულ სიბნელეში გიყვართ

ხშირად, სასტუმროში ფარდები ერთმანეთისგან დაშორებით კიდია და ოთახის სრულად ჩაბნელებას ვერ ვახერხებთ. ერთ-ერთმა მოგზაურმა კი, ამ გენიალურ მეთოდს მიაგნო. (ისე, თუ საკიდი არ იქნება ნომერში, თმის სამაგრების გამოყენებაც შეგიძლიათ ასეთ დროს)

2. მათთვის, ვისთვისაც ოთახის ტემპერატურა მნიშვნელოვანია

იმისთვის, რომ ნომერში შუქი აანთოთ, ანდაც სითბო/სიგრილე დაარეგულიროთ, უმეტესად, საჭიროა გასაღები ნომერში, სპეციალურ ადგილას მოათავსოთ ხოლმე. თუმცა, როგორც ერთ-ერთი მოგზაური ამბობს, მის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი ბარათი გამოიყენოთ და ტემპერატურის მარეგულირებელი ჩართული დატოვოთო…მიუხედავად იმისა, რომ თავად არ გამოგვიცდია და თავს ვერ დავდებთ ამ ამბის ნამდვილობაზე, ცდად მაინც ღირს. (მერე ჩვენთვის თქმა არ დაგავიწყდეთ)

3. თუ დალევა მოგინდათ და ბოთლის გასახსნელი ვერ იშოვეთ

ან, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიმღებში დარეკოთ და შესაბამისი ბოთლის გასახსნელი თხოვოთ

4. კბილის ჯაგრისის ჩასადებზე თითქმის არცერთი სასტუმრო ზრუნავს, ამიტომ :

ამიტომ, ვყიდულობთ ერთჯერად ჭიქას, ვაპირქვავებთ, ვხვრეტთ და ვათავსებთ ჯაგრისს – მარტივად

5. თუ ლოგინთან დასადგამი არ არის

ყველაზე დიდი დისკომფორტის, ყველაზე კარგი გამოსავალია – რას იტყვით?

6. თუ დერეფნიდან ხმაური და სინათლე შემოდის

ეს ხრიკი ნამდვილად არ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ გარედან შემოსულ ხმაურს სრულად ჩაახშობს, თუმცა, დაგვერწმუნეთ, დიდ შვებას ნამდვილად იგრძნობთ

7. როდესაც ნომრის მაცივარი კარგად არ აციებს :

და ძირითადად, არცერთი სასტუმროს, არცერთი მაცივარი არ გამოდგება სასმლის “ჩასაციებლად”. გონებამახვილმა ტურისტებმა კი ასეთი რამ მოიფიქრეს – აავსეს ნიჟარა ყინულებით და ჩააწყვეს სასურველი სასმელი. ვფიქრობთ, თქვენც გამოგადგებათ.

8. იმისათვის, რომ თქვენი ნომერი არ დასვაროთ, ასეთი მიგნებაც გააკეთეს მოგზაურებმა :

შეგიძლიათ დასვრილი ფეხსაცმელები, საშხაპის ერთჯერად ქუდში მოათავსოთ. ასეთ შემთხვევაში დამლაგებლის შრომასაც პატივს ცემთ და საკუთარ სისუფთავეზეც იზრუნებთ

9. თუ ბევრი ნივთი გაქვთ, ნომერში კი მათი მოთავსების ნაკლები შესაძლებლობაა :

ასევე, დასაუთოვებელი მაგიდა სხვა ბევრ რამეში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ერთ-ერთი მოგზაური წერდა, რომ ეს მაგიდა იდეალურია მაშინ, როდესაც ნომერში ბევრი ბავშვი გყავს და ერთად უნდა დასვა, რათა საჭმელი მიირთვან. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობთ, პრაქტიკული გამოსაყენებელია.

10. თუ დამტენის თავი დაგრჩათ…

კაბელი კი ადგილზე გაქვთ, გახსოვდეთ, რომ თითქმის ყველა სასტუმროს ტელევიზორს, USB შესაერთებელი აქვს. ტელეფონი შედარებით ნელა დაიტენება, თუმცა ლოდინად ნამდვილად ღირს.

ბევრ შესავალს ამ წინადადებას არ გავუკეთებთ და სტატიის დასასრულს, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენთან ფრენის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ და იმედია, ეს სტატიაც გამოგადგებათ.

Facebook კომენტარები