დღეს განსაკუთრებით რთულია ზაფხულის, შვებულების, არდადაგების დაგეგმვა, განსაკუთრებით კი საზღვრებს გარეთ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვაქცინაციის ჩატარების აქტიური ფაზა დაიწყო, შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ასე თუ ისე, ნორმალურ ცხოვრებას მთელი სამყარო ერთად ვუბრუნდებით, გარკვეულ ქვეყნებში გამგზავრების შეზღუდვები ნელ-ნელა მცირდება.

ჩვენ, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც გამგზავრება ახლაც, ამ პირობებში, მაინც ძალიან მარტივად შეგიძლიათ:

პ.ს – კი, ჩამონათვალი ძალიან ცოტაა, თუმცა მაინც, ეს მცირე რაოდენობა იმედის ნაპერწკალს გვაძლევს, რომ მალე ისევ ისე, მსოფლიოს გარშემო ძალიან თავისუფლად ვიფრენთ!

1. ბულგარეთი

ბულგარეთი, სოფია

საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში შესვლა შეუძლიათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს აპრილის ბოლომდე

2. კვიპროსი

კვიპროსში გამგზავრება შეგიძლიათ, მხოლოდ ტესტის პირობით და ასევე:

  1. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე უნდა შეივსოს ე.წ Cyprus Travel Pass – Cyprus Flight Pass – Home

2. ასევე, საზღვარზე სავალდებულოა გამგზავრებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, ხოლო კვიპროსში ჩასვლისთანავე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში, საკუთარი ხარჯებით, განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება და ერთი დღით თვითიზოლაციაში გადასვლა, PCR ტესტის პასუხამდე.

3. გაითვალისწინეთ ისიც, რომ საზღვარზე ტესტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება დიპლომატებზე, კვიპროსის მოქალაქეებსა და კვიპროსის ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე. თუმცა, მათ უშუალოდ კვიპროსში, აეროპორტში, საკუთარი ხარჯებით, უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი და 72 საათით გადავიდნენ თვითიზოლაციაში. იზოლაციის დასრულების შემდეგ კი, განმეორებით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

3. სერბეთი

სერბეთი, ბელგრადი

სერბეთში გასამგზავრებლად, საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვა არ გვაქვს. საზღვრის გადასაკვეთად, მხოლოდ მოგვეთხოვება მინიმუმ 48 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა.

4. ხორვატია

ხორვატია, დუბროვნიკის ძველი ქალაქი

ხორვატიაში გამგზავრება დაშვებულია ან თვითიზოლაციის, ან PCR ტესტის პირობით. ასევე:

  1. სავალდებულოა წინასწარ გადახდილი განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა

2. იმ შემთხვევაში თუ საზღვარზე თქვენ წარადგენთ 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, არ დაექვემდებარებით თვითიზოლაციას, ან კარანტინს

3. თუ თქვენს გაკეთებულ ტესტს 48 საათზე მეტი აქვს გასული, მაშინ მოგიწევთ თვითიზოლაციაში გადასვლა და ხორვატიაში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტის ჩატარება.

ასევე, აქვე გეტყვით, რომ ხორვატიაში გამგზავრებამდე, ყველა მგზავრისთვის რეკომენდირებულია განაცხადის შევსება ამ ვებ – გვერდზე : entercroatia.mup.hr

5. თურქეთი

თურქეთი, სტამბული

თუ თურქეთში აპირებთ გამგზავრებას, ვალდებული ხართ, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსოთ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა. განაცხადის შესავსებად დააკლიკეთ ამ წინადადებას.

ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ძალაში რჩება, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება.

6. სომხეთი

სომხეთი, ერევანი

როგორც ყველგან, სომხეთში გასამგზავრებლადაც სავალდებულოა ბოლო 72 საატში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. გაითვალისწინეთ:

  1. ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა უნდა იყოს სომხურ, რუსულ, ან ინგლისურ ენაზე
  2. უნდა იყოს დაბეჭდილი სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ ბლანკზე, სადაც მითითებული იქნება ამ დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია
  3. ასევე, უნდა შეიცავდეს პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პასპორტის ნომერს, ტესტის შედეგს, ხელმძღვანელის ბეჭედსა და ხელმოწერას.

მას შემდეგ, რაც თქვენ შეხვალთ სომხეთის ტერიტორიაზე, ჩაგიტარდებათ გარეგანი შემოწმება, ვირუსის სიმპტომების გამოსავლენად.

თუ თქვენ საზღვარზე ვერ წარადგენთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს, ტესტირებას გაივლით საზღვარზე *(საკუთარი ხარჯებით) და გადახვალთ იზოლაციაში, ტესტის პასუხის შეტყობინებამდე

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მშვიდობიანი მგზავრობა და ბედნიერი დასვენება გისურვოთ.

და ჰო, ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა აქ ჩამოთვლილი ქვეყნის ბილეთის შეძენა ჩვენთან შეგიძლიათ: fly.tkt.ge

Facebook კომენტარები