ალბათ, შენთვის უცხო არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ჩვენთან – TKT.GE – ზე, ახლა უკვე ფრენის ბილეთის შეძენაც შეგიძლია.  

ბუნებრივია, შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა: “რატომ უნდა ვიყიდო ავიაბილეთი მაინცდამაინც თქვენთან?” ჰოდა, ჩვენც ვეცდებით, ამ ერთ კითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ:

1. ბილეთის შეძენის პროცესი ძალიან მარტივია

                               

მოდით, ნუ უარვყოფთ და ვაღიაროთ, რომ ბილეთის შეძენის დროს, ყოველთვის ვნერვიულობთ, რადგან უამრავი დეტალია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასეთ დროს კი ყველაზე კომფორტულია, როდესაც ისეთ საიტზე იძენ ავიაბილეთს, სადაც ყველაფერი მარტივია. მშობლიურ ენაზე კითხულობ ყველა საჭირო და სასურველ ინფორმაციას, დაწვრილებით ეცნობი ყველა დეტალს და მშვიდად ხარ, რომ პლატფორმაზე, ყოველგვარი გართულების გარეშე, სულ მალე, სასურველ ბილეთს შეიძენ.

2. ბილეთის ყიდვისას სხვა საიტზე არ გამისამართებთ

დიახ, ჩვენს საიტზე ბილეთის ყიდვის სიმარტივეს ისიც ემატება, რომ მისი შეძენისას, სხვა საიტზე არ გამისამართებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყიდულობ სასურველი მიმართულებით ავიაბილეთს FLY.TKT.GE-ზე, ეროვნულ ვალუტაში ₾.

ბილეთის შეძენისას, მომხმარებელი ყველაზე მეტად იბნევა, როდესაც პროგრამა სხვა საიტზე ამისამართებს და მისთვის სრულიად უცხო პლატფორმაზე უწევს ბილეთის შეძენა. ჩვენ კი, ვიფიქრეთ, ამაზე აღარ განერვიულოთ და ასე, ძალიან მარტივად, “ერთი ხელის მოსმით” ჩვენთან ავია ბილეთიც შეიძინო.

3. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ფასებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით

   კიდევ ერთი რამ, რასაც საგულდაგულოდ ვამოწმებთ ხოლმე ბილეთის ყიდვის დროს, ფასია. დაუზარლად ვსტუმრობთ სხვადასხვა პლატფორმას, რომ ჩვენთვის მისაღებ ფასში ვიყიდოთ ავიაბილეთი.

TKT.GE-მ ამ ამბავზეც იზრუნა და ამ უკანასკნელს ყველაზე კონკურენტულ ფასში გთავაზობთ, რათა შენი ძვირფასი დრო ამ პროცესში უფრო სასიამოვნო რამეებს დაუთმო, ისეთებს, როგორიცაა სასტუმროს შერჩევა და მოსანახულებელი ადგილების სიის ჩამოწერა.          

4. შეკითხვა გაქვს? ნებისმიერ დროს გიპასუხებთ

                             

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ჩვენი ქოლ ცენტრი და სოციალური ქსელი მზად არის, დაგეხმაროს და დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოს.

ბუნებრივია, ბილეთის შეძენის პროცესში რეკომენდაცია დაგჭირდეს, ანდაც გაუთვალისწინებელი შეცდომა მოხდეს, ან სულაც, ბლანკის შევსებისას დაიბნე და რაღაცები ვერ გაარკვიო, (მოკლედ, მიზეზებს რა დალევს?!) ჩვენ კი, მუდამ მზად ვართ, გიპასუხოთ და დაგეხმაროთ.

5. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში და კმაყოფილი მომხმარებელი

დიახ, ეს პუნქტიც გავიყვანეთ ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ უნდა შეიძინო ბილეთი ჩვენთან. როდესაც იცი, რომ TKT-ს აქვს ბილეთების გაყიდვის მრავალწლიანი გამოცდილება, კავკასიაში #1 პლატფორმაა და, თანაც, 450 000-ზე მეტი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, ბუნებრივია, გიტოვებს განცდას, რომ ამ საიტზე ბილეთის შეძენა ჯობია, არა?

ჰოდა, როდის მიფრინავ, ბილეთებს თვალს ხომ არ შეავლებდი?! – fly.tkt.ge

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze