დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ, ახლა მსოფლიოს ყველა ქალაქი შეიძლება, შევიდეს ამ სიაში, თუმცა, მოდი, დავივიწყოთ, რომ თითქმის ვერავინ ვერსად ვმოგზაურობთ, შევხედოთ წლების განმავლობაში დაგროვილ სტატისტიკას და გადავხედოთ ევროპის იმ ქვეყნების სიას, სადაც ყველაზე იშვიათად მოგზაურობენ.
დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ისეთი ქვეყნების ჩამონათვალია, რომ როცა ყველაფერი აღდგება, აუცილებლად აიღებთ მათკენ გეზს, თანაც, fly.tkt.ge – ზე ჩამოთვლილთაგან ყველა მიმართულებით შეგიძლიათ ბილეთის შეძენა.
მანამდე კი მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ, რამდენიმე პუნქტად გვეთქვა, რატომ არის საინტერესო მოგზაურობა იქ, სადაც თითქმის არავინ დადის
- ლოგიკურად, შედარებით ნაკლები ტურისტია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ღირსშესანიშნაობებთან, რესტორნებთან და სხვა ყველა მნიშვნელოვან ადგილას ბევრი ლოდინი არ მოგიწევთ. თანაც, მოგზაურობისას დრო ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია?!
- ხანდახან, ისეთ ქვეყანაში მოგზაურობა, რომელზეც ბევრი არაფერი იცი და მოლოდინიც არ გაქვს, უფრო მეტად ამართლებს.
- წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეიძლება, მეგობრებს მოუყვეთ და მათაც მოანდომოთ ისეთი ადგილების აღმოჩენა, რაც ასე შორიდან თითქოს ნაკლებად საინტერესოა.
კარგი, დავიწყეთ:
1. სან – მარინო
სან-მარინო ჯუჯა, ევროპის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა და მსოფლიოში, როგორც ყველაზე პატარა რესპუბლიკას, მეხუთე ადგილი უკავია. უკვე საინტერესოა, არა?! გზადაგზა ულამაზესი ხედები, პატარა სოფლები და ისტორიული, უძველესი ნაგებობები შემოგხვდებათ, რომელთა შენარჩუნებასაც ქვეყანა დაარსებიდან, მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული ცდილობს.
2. მოლდოვა
მოლდოვა თან ძალიან საინტერესო და თან ძალიან სევდიანი ქვეყანაა თავისი ისტორიული სიმძიმიდან გამომდინარე. ტურისტების რაოდენობით მოლდოვა არ გამოირჩევა, თუმცა იქ ჩასული აუცილებლად აღმოაჩენთ საოცარ ბუნებას, ისტორიულ ნაგებობებს, უგემრიელეს და რაც მთავარია, უიაფეს ღვინოს
3. სერბეთი
სხვათა შორის, ბევრი მოგზაური ამბობს, რომ ბელგრადი არაფრით ჩამოუვარდება ბერლინის ღამის და კლუბურ ცხოვრებას. და თუ უფრო მეტად ისტორიულ მოგზაურობას ანიჭებთ უპირატესობას, ამ მხრივაც არ გაგიცრუებთ სერბეთი იმედებს თავისი დიდებული სასახლეებითა და უდიდესი წარსულით სავსე, უძველესი შენობებით.
4. ლუქსემბურგი
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ლუქსემბურგი ტურისტების რაოდენობით იჩაგრება ბუმბერაზი მეზობლები გერმანია, საფრანგეთი და ბელგიაა. გარდა ამისა, ლუქსემბურგი საკმაოდ ძვირიანი ქვეყანაა, როგორც იქ მცხოვრებთათვის, ასევე რიგითი მოგზაურისთვისაც. თუმცა, შეხედეთ, აქ ერთხელ მაინც როგორ არ უნდა წახვიდეთ?!
5. მონაკო
მაშინ, როცა ძვირიან სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, მონაკო არ უნდა გამოგვრჩეს და – კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც მონაკო გამოირჩევა ტურისტების უხვი რაოდენობით. ვატიკანის შემდეგ, მონაკო ყველაზე პატარა და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, სადაც საშუალო ფენა არ არსებობს – აქ ყველა ძალიან, ძალიან ძ ა ლ ი ა ნ მდიდარია. მონაკო თვალს მოგჭრით კლდეზე ნაშენი შენობებით, იახტებით, ცხოვრების სტილითა და იქ მცხოვრები ადამიანებით.
თუ ჩვენმა სტატიამ დაგაფიქრა, მოიძიე უფრო მეტი ინფორმაცია ამ ქალაქებზე და უახლოეს მომავალში თუ მოგზაურობასაც გეგმავ, ჩვენ მაინც შეგახსენებთ, რომ ამ და ნებისმიერი მიმართულებით ფრენის ბილეთი fly.tkt.ge – ზე შეგიძლია, შეიძინო!