დიუსელდორფი გერმანიის ფედერალური მიწის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ყველაზე დასახლებული დედაქალაქი, მსხვილი პოლიტიკური ცენტრი, ქვეყნის მრავალი ბანკისა და კომპანიის სათავო ოფისების თავმოყრის ადგილი, ასევე ხელოვნებისა და მოდის ქალაქია. რაინში ჩამდინარე წყნარ პატარა მდინარე დიუსელის შესართავთან მდებარე ყოფილ მეთევზეთა სოფელი 800-ზე მეტი წლის ისტორიას ითვლის. გრაფმა და კურფიურისტებმა ქალაქის ამჟამინდელი იერსახე შექმნეს. გოეთეს ვიზიტი ავტობიოგრაფიულ „პოეზიასა და სიმართლეში“ აისახა, ხოლო ნაპოლეონის ვიზიტმა ქალაქს მეტსახელი „პატარა პარიზი“ შეარქვა.
The Cheapest Flights for this Month from თბილისი to დუსელდორფი
დიუსელდორფის ცენტრად მისი ძველი ნაწილი ითვლება – ალტშტადტი, სადაც 260-ზე მეტი ბარი და რესტორანი, მაღაზია და ბუტიკია თავმოყრილი. მათი წყალობით, ქალაქის ამ ნაწილს „მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბარის დახლი” უწოდეს.