ამა თუ იმ ადგილზე დაბრუნების მიზნით მონეტის გადაგდების ტრადიციის მიმდევრებს ჰამბურგში სიზუსტეზე შემოწმება ელით – მონეტა ერთ-ერთი იმ ხიმინჯების თავზე უნდა შემოაგდოთ, რომლებიც უხვადაა წყალში ამოშვერილი ნავსადგურის საწყობების მახლობლად. თავად საწყობებიც ხიმინჯებზეა მოწყობილი – რის გამოც ქალაქს ზოგჯერ გერმანულ ვენეციასაც კი უწოდებენ. ზოგადად კი, როგორც გერმანიის უდიდესი საზღვაო და სიდიდით მეოთხე სამდინარო ნავსადგური, ჰამბურგი საპორტო ქალაქს ნაკლებად ჰგავს. არა, არ იდარდოთ, ზღვის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებითაც ჩრდილოეთის ზღვა საკმაოდ გულუხვია, აქ ყველაფერი წესრიგშია. გარდა ამისა, ჰამბურგი ძალიან მყუდრო ქალაქია ყურადსაღები არქიტექტურით, ულამაზესი მწვანე პარკებით, თეატრებით, მუზეუმებითა და გალერეებით.

აქ კულტურული ცხოვრებაც ჩქეფს. იმ ფაქტის აღნიშვნაც კი საკმარისია, რომ დადგმული მიუზიკლების რაოდენობის მიხედვით ჰამბურგი მესამე ადგილზეა და მხოლოდ ნიუ-იორკსა და ლონდონს ჩამოუვარდება, ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ ჰამბურგი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია, სადაც განთავსებულია მრავალი სავაჭრო კომპანიის, ბანკის და სადაზღვევო ორგანიზაციის ოფისები, და აშკარა გახდება, რომ აქ ვიზიტისთვის უამრავი მიზეზი შეიძლება მოიძებნოს.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ჰამბურგი

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ჰამბურგი, წლის განმავლობაში

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze