კელნი
მდებარეობს დასავლეთ გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მხარეში,
მდინარე რაინის სანაპიროზე. მეორე მსოფლიო ომის დროს უძველესი ქალაქი თითქმის
განადგურდა: მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებიდან მხოლოდ კელნის ტაძარი გადარჩა.
მაგრამ გერმანელებმა შეუძლებელი შეძლეს: საქმეში ჩაუხედავი ტურისტი ვერც კი მიხვდება,
რომ ეს დიდებული ისტორიული ცენტრი ზედმიწევნით აღდგენილია.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to კიოლნი

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან კიოლნი, წლის განმავლობაში

კელნი მოგზაურების წინაშე სხვადასხვა იერსახისა და ხასიათის კალეიდოსკოპით წარსდგება. ნათელი, მოვლილი ქუჩები მყუდრო კაფეებითა და ბარებით მიგიზიდავთ. გოთიკური და რომაული ხუროთმოძღვრების შედევრების სილამაზე და სიდიადე გაოცებას იწვევს. საკათედრო ტაძარი ქალაქში მთელი ქალაქია: შთამბეჭდავი ზომები, ინტერიერისა და ექსტერიერის სიმდიდრე, წარმოუდგენელი ენერგეტიკა – ამ ყველაფრისგან სუნთქვა შეგეკვრებათ. ხელოვნების დამფასებლებს კელნი გააოცებს უნიკალური მუზეუმების საგანძურით, ბიზნესმენებისთვის იგი გამოფენებისა და კონფერენციების კარებს გააღებს, წვეულებების მოყვარულებს კი წვეულებებისა და კარნავალების მორევში დაატრიალებს. თქვენ მხოლოდ შთაბეჭდილების შეგროვებას თუ მოასწრებთ!

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze