უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდას განიხილავს. ავიაკომპანია გათვლას ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აკეთებს და იმედი აქვს, რომ ამ პერიოდში მოთხოვნა გაიზრდება და კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე სიხშირეებს გაზრდის. ავიაკომპანიას ივნისიდან კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე კვირაში 14 სიხშირით სურს ოპერირება, ანუ დღეში ორი სიხშირით. 

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე FlyUIA რეისების განახლებას განიხილავს ბათუმის მიმართულებითაც. დღეისათვის აჭარაში უკრაინის ბევრი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას და ცხადია, ტურისტულ სეზონზე ბათუმი ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება იქნება.

თუმცა ორ ქვეყანაშ შორის სიხშირეები მაინც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და არსებულ რეგულაციებზე იქნება დამოკიდებული. 

ცნობილია ის, რომ FlyUIA 29 მარტიდან კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ყოველდღიური რეისების შესრულებას გეგმავს. აღნიშნულ მიმართულებაზე 1-ლი მარტიდან კი FlyUIA-მ სიხშირეები უკვე გაზარდა და  4 სიხშირით ოპერირებს.

უკვე ცნობილია, რომ 1-ლი მარტიდან კი FlyUIA კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2-დან 4 სიხშირემდე ზრდის.

1-ელი მარტიდან ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი ყოველ ორშაბათს, სამშაბათს ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება

უფრო მეტი დეტალი უკრაინაში შესვლის წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ხოლო სადაზღვევო პოლის შეიძენა შეგიძლიათ FlyUIA -ს ვებ გვერდზე ბმულით Оформить страховой полис – официальный сайт МАУ (Грузия) (flyuia.com)

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

Facebook კომენტარები