ყოველი ფრენის შემდეგ, ათეულობით, ზოგჯერ ასობით პლასტმასის ბოთლი ყრიან ნაგავში. ამ ბოთლებიდან მგზავრებმა სხვადასხვა სახის სასმელი და წყალი მიირთვეს. მათი გადაყრა ერთის მხრივ მოსახერხებელია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიოში პლასტმასით გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის ზრდას უწყობს ხელს.  

ნიდერლანდულმა ავიაკომპანია KLM-მა თავის საქმიანობაში ასეთი პლასტმასის გამოყენება ხელმეორედ დაიწყო. დღეისათვის, ყოველწლიურად 300 ტონა ბოთლი იგზავნება არა ნაგავსაყრელზე, არამედ ხდება მათი  გადამუშავდება. მათი 45%-ი წარმოადგენს PET. ტიპის თერმოპლასტიკს.

სწორედ ის ეხმარება ავიაკომპანიას ყოველდღიურ საქმიანობაში. როგორ ხდება ეს?
KLM- ის კვების განყოფილება ფრენების შემდეგ ბოთლებს აგროვებს და მათ ახარისხებს. ხდება PET-ის დაქუცმაცება და შემდგომ მისი 3D პრინტერისთვის საჭირო მასალების წარმოებაში გამოყენება ხდება.

ამ კარტრიჯებს KLM გამოიყენებს სხვადასხვა ხელსაწყოების დასაბეჭდად, რომლებიც ავიაკომპანიის ინჟინრებს თვითმფრინავის ტექნიკურ მომსახურებაში ეხმარება. 

გამოქვეყნებულ ვიდეოში ავიაკომპანიამ აჩვენა მთელი პროცესი პლასტიკის შეგროვებიდან მისი გადამუშავების ჩათვლით.

Facebook კომენტარები