ნიურნბერგი – ბავარიის
სიდიდით მეორე ქალაქია. მრავალი საუკუნის მანძილზე საღვთო რომის იმპერიის
არაოფიციალურ დედაქალაქად და გერმანელთა მეფეების რეზიდენციად ითვლებოდა, მე-19
საუკუნეში იგი გერმანიაში ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრი იყო. მეორე მსოფლიო ომში
აშშ-ს თვითმფრინავების მიერ ნიურნბერგის დაბომბვის დროს ქალაქი ნანგრევებად იქცა.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ნიურბერგი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი არჩეულ იქნა სამხედრო დამნაშავეთა გასამართლების მიზნით ტრიბუნალის გამართვის ადგილად, რომელიც ცნობილია როგორც ნიურნბერგის პროცესი. მოგვიანებით, საფუძვლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, თითქმის ყველა ძირითადი შენობა აღადგინეს, მათ შორის ციხე და ძველი ეკლესიები ძველ ქალაქში. დღეს ნიურნბერგს შეუძლია დაიკვეხნოს ლამაზი არქიტექტურითა და ცოცხალი ატმოსფეროთი, რასაც მოწმობს ტურისტების ნაკადის ზრდა ზაფხულის თვეებში და შობის დღესასწაულებზე.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze