ვაშინგტონი – ამერიკის შეერთებული
შტატების დედაქალაქი, ამერიკული სახელმწიფოებრიობის ქალაქი-სიმბოლოა, რომელმაც სახელწოდება
ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის საპატივცემულოდ მიიღო. პომპეზური და
დიდებული, ფართო გამზირებით, მრავალკილომეტრიანი მწვანე ბულვარებითა და ლეგენდარული
მონუმენტებით, ეს ქალაქი ამერიკელების თავისუფლებასა და სამართლიანობაზე ოცნების განსახიარებაა.

აქ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა
მთავარი სახელმწიფო და ადმინისტრაციული შენობაა თავმოყრილი – თეთრი სახლი, კონგრესის
შტაბ-ბინა (კაპიტოლიუმი), თავდაცვის სამინისტროს რეზიდენცია (პენტაგონი), ასევე უმაღლესი
სასამართლოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა გავლენიანი ორგანიზაციების შენობები.

ვაშინგტონში არ არის ცათამბრჯენები
– კაპიტოლიუმზე მაღალი შენობების აგება აკრძალულია (მისი სიმაღლე კი 55 მეტრია).

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ვაშინგტონი, წლის განმავლობაში

ვაშინგტონი არ არის რომელიმე შტატის დედაქალაქი, იგი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია. მისი მეორე სახელწოდებაა – კოლუმბიის ოლქი. ის წარმოიშვა ორი ქალაქის – ვაშინგტონისა და ჯორჯტაუნის შერწყმით (ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ რაიონად ითვლება). ამერიკელები მას „დი-სი“-ს (District of Columbia) უწოდებენ, რათა იმავე სახელწოდების შტატთან – აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ვაშინგტონთან გაიგივება არ მოხდეს.

Facebook კომენტარები