ავიამშენებელმა Airbus-მა უკანასკნელი ლაინერი-გიგანტი A380 გამოუშვა და ტულუზაში მდებარე საწარმოდან ჰამბურგში გაუშვა, სადაც საჰაერო ხომალდი დამკვეთს გადაეცემა. დამკვეთი კი ავიაკომპანია Emirates-ია.

ევროპულმა ავიამწარემოებელმა A380 წარმოების შეჩერება ჯერ კიდევ 2019 წლისთვის გადაწყვიტა, რაც დამკვეთების სიმცირიდან გამომდინარეობდა. 

​თავისი ზომების გამო, A380 ავიაკომპანიებს საშუალება აძლევდა პირველი კლასი საკმაოდ მდიდრულად მოეწყო, საკუთარი კაბინებით და კომფორტული მგზავრებისთვის საჭირო სხვა დანარჩენი ინფრასტრუქტურით. 

ამან კი Airbus A380-თი მოგზაურობა საკმაოდ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახადა. თუმცა 4 ძრავის არსებობის გამო, გიგანტური ლაინერები ეფექტურობით 2-ძრავიან თვითმფრინავებს ჩამორჩნენ.

ამის შედეგად კი ბოლო წლებში ავიამშენებელს A380-ზე ახალი შეკვეთები აღარ ჰქონდა. უფრო მეტიც ავიაკომპანიებმა დაიწყეს ასეთი თვითმფრინავების ფლოტიდან ეტაპობრივი გაყვანა.

ამჟამად ავიაკომპანია Emirates-ი არის მსოფლიოში ყველაზე მეტი A380 ექსპლუატანტი. ავიაკომპანიამ წარმოებული გიგანტური ლაინერების თითქმის ნახევარი მიიღო. 

Facebook კომენტარები