Wizz Air-მა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა, მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და კონკრეტულად კი ევროკავშირის რეგულაციებია.

“საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ”, განმარტავს Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო.

მისივე ინფორმაციით, Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით შეტანილი აქვს განაცხადი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. “ვიმედოვნებთ, რომ რეგულაციები და შეზღუდვები მოგვცემს შესაძლებლობას, მალე განვაახლოთ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან”, აცხადებს რადო.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze