19 მარტს, ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს
აეროპორტების გაერთიანება“ ყოველწლიური სამთო–სათხილამურო შეჯიბრის ,,თეზოს
თასი 2021“ დაკავშირებით, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისს
ნიშნავს.
ხვალ, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისის გარდა, კიდევ ერთი დამატებითი ავიარეისი შესრულდება.
ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 13:00
საათზე განხორციელდება, ხოლო უკან – 14:30
საათზე შესრულდება. დამატებითი ავიარეისი ვიზიტორების მხრიდან ტურნირთან დაკავშირებით
განსაკუთრებული დაინტერესების გამო დაინიშნა.
დამატებითი ავიარეისი ვიზიტორების მხრიდან ტურნირთან
დაკავშირებით განსაკუთრებული დაინტერესების გამო დაინიშნა.
თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი მოყვარულ მოთხილამურეებს
შორის სვანეთში, გიგანტურ სლალომში უკვე მეექვსე წელია იმართება. ,,თეზოს თასი
2021“ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება. შეჯიბრის ორგანიზატორები მესტიაში
ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის მეგობრები არიან, ხოლო მხარდამჭერი ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიაა“.