გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თბილისის მიმართულებით ფრენებს მიუნხენის გარდა ფრანკფურტიდანაც განახორციელებს. როგორც ავიაკომპანიის საიტის ბილეთების საძიებო სისტემიდან ირკვევა, Lufthansa ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით ოპერირებას 1-ლი ივნისიდან შეუდგება და პირდაპირ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა მგზავრებს შესაძლებლობა აქვს ფრანკფურტიდან მიუნხენის გავლითაც ისარგებლონ და საბოლოო დანიშნულების ადგილზე (თბილისში) ისე მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ რეისები არის ცალმხრივი რადგანაც ავიაკომპანიის საიტზე თბილისიდან ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირი რეისები აღარ იძებნება. 

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze