საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 77-ე ყოველწლიური გენერალური შეხვედრისა და მსოფლიო საჰაერო ტრანსპორტის სამიტის გადადების შესახებ განაცხადა. ცნობილი ხდება, რომ ღონისძიება, რომელიც 27-29 ივნისს უნდა გამართულიყო გადაიდო და ის 3-5 ოქტომბერს ბოსტონში გაიმართება და მას JetBlue Airways-ი უმასპინძლებს.

IATA-ში ინდუსტრიის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც პირისპირ კონტაქტებს საავიაციო საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

Facebook კომენტარები