მზიანი ლოს-ანჯელესი (LA, Los Angeles) – აღმოჩენების ქალაქია, სადაც მაღალი
საზოგადოების საუბარი ყოველთვის შემდეგი კითხვით იწყება: „საიდან ბრძანდებით?“. ეს
კითხვა ლოს-ანჯელესის რეალობის, მისი ენერგიული არსის, უსასრულო მეოცნებეობის, შულერობისა
და თაღლითობის ანარეკლია აუღელვებელ ოპტიმიზმთან ერთად. აბა სხვაგან სად შეძლებდა ინგლისელი
აკრობატი სახელად არჩიბალდ ლიჩი მილიონობით ადამიანისთვის საყვარელ მსახიობად კერი
გრანტად ქცეულიყო? ან ავსტრიელ კულტურისტს (დიახ, ჩვენ არნოლდზე ვსაუბრობთ) გაევლო
გზა Muscle Beach-იდან გუბერნატორამდე?
ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ლოს ანჯელესი, წლის განმავლობაში
„ანგელოზთა ქალაქი“- ის ადგილია, სადაც სცენარისტები Hollywood-ის უზარმაზარი ასოების ჩრდილში შთაგონების წყაროს პოულობენ, სერფინგისტები უკმაყოფილოდ კრავენ კოპებს მალიბუს ტალღებზე, მაშინ როცა ჭეშმარიტი მეოცნებეები, მარადიული ოპტიმისტები მზად არიან ნახევარი დღე რიგში დგომით გაატარონ, რათა მიირთვან განთქმული ჰოთ-დოგი ჩილის სოუსით. ეს ლოს-ანჯელესია – კულტურის, საზოგადოებისა და სამზარეულოს, მბზინავი ხეივნების, უსასრულო ნაკადით მოძრავი ძვირფასი ავტომობილებისა და დიდებული მუზეუმების ხმაურიანი ნარევია.