მთელი მსოფლიოს მასშტაბით სრულად ვაქცინირებული ტურისტები, საქართველოში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მისი განმარტებით, მუშაობის შედეგად ყველა ავიაკომპანია, რომელიც COVID-პანდემიამდე საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებდა, სწრაფად დაბრუნდნენ.

“ჩვენ ძალიან პროაქტიურად განვაგრძობთ მოლაპარაკებას პარტნიორ ავიაკომპანიებთან. იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც COVID-19-მდე ოპერირებდნენ ქვეყანაში, უნდა ვიზრუნოთ, რომ სწრაფად დაბრუნდნენ ჩვენს ავიაბაზარზე, იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. ასევე, ტურიზმის სექტორში ჩართულ პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულ ინდუსტრიებს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze