საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ფრენების შემცირების მიუხედავად 2020 წელს სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევების მაჩვენებლის ზრდაზე აცხადებს.

ირკვევა, რომ 2020 წელს უბედური შემთხვევის მაჩვენებელმა 1 მლნ ფრენაზე 1,71 შემთხვევა შეადგინა. ეს კი ხუთწლიან  (2016-2020) საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. საანგარიშო პერიოდში 1 მლნ ფრენაზე 1,38 შემთხვევა დაფიქსირდა.

იმავდროულად, (IATA-ს პრესრელიზში მითითებულია, რომ ფრენების საერთო რაოდენობა 2020 წელს შემცირდა 53%-ით ანუ 22 მილიონით. საავიაციო შემთხვევების შედეგად სიკვდილის რისკი, უცვლელი დარჩა და საშუალო ხუთწლიანი მაჩვენებლის 0.13 – იდენტურია. 

IATA-ის ინფორმაციით, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საავიაციო შემთხვევების მაჩვენებელი 52-დან 38-მდე შემცირდა. სასიკვდილო შემთხვევების რიცხვი კი 8-დან 5-მდე დაეცა. გარდა ამისა, როგორც პრესრელიზში აღინიშნა, შარშან კომერციულ ფრენებზე დაფიქსირებული საავიაციო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შეადგინა 132 ადამიანი, რაც წინა წლის თითქმის ნახევარია, როდესაც 240 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, პირველად 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ფრენის დროს არ დაფიქსირებულა კონტროლის დაკარგვა, რაზეც სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოდის.

Facebook კომენტარები