უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების FlyUIA-ს ბორტგამცილებლებმა ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” მოცეკვავეებს სიურპრიზი მიწიდან 11 ათასი მეტრის სიმაღლეზე მოუწყვეს. “სუხიშვილები”, რომლებიც უკრაინაში გასტროლებზე იმყოფებოდნენ და სამშობლოში FlyUIA-ს რეისით დაბრუნდნენ.

ფრენის დროს კი მოულოდნელად FlyUIA-ს ბორტგამყოლები ქართულად აცეკვდნენ. მგზავრები ბორტგამცილებლების “აჭარულს” დიდი ემოციებით შეხვდნენ.

აღნიშნულზე სიუჟეტი უკრაინულმა არხმა “1+1”-მა მოამზადა, რომლის ჟურნალისტმაც თბილისის ქუჩებშიც გაისეირნა, სადაც ამ დროისათვის მართალია პანდემიის გამო უცხოელი ტურისტები მრავლად აღარ არიან, თუმცა იმედია ზაფხულში ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან. 

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze