თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს 29 მარტიდან შეუდგება და ოპერირებას კვირაში 7 სიხშირით მოახდენს. 

თურქული “ლოუქოსტერი” თბილისის მიმართულებით ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს. 

ცალმხრივი ავიაბილეთის ფასი 49 ევროდანაა.

შეგახსენებთ, რომ საბიჰა გოგჩენის აეროპორტი (Sabiha Gökçen) სტამბოლის სიდიდით მეორე აეროპორტია.

რაც შეეხება AnadoluJet-ს, ის Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ანკარას აეროპორტშია ბაზირებული. AnadoluJet-ი 2008 წლის 23 აპრილს შეიქმნა.

Facebook კომენტარები