უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდას განაგრძობს. 

როგორც AviaNews-ს FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, ავიაკომპანია 10 აპრილიდან კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კიდევ ერთ სიხშირეს ამატებს და FlyUIA უკრაინასა და საქართველოს შორის ოპერირებას კვირაში 6 სიხშირით მოახდენს.

შეგახსენებთ უკრაინაში შესვლის წესებს!

ქვეყანაში შესასვლელად უკრაინის მთავრობამ სავალდებულო გახადა COVID-19-ის PCR ტესტის ჩაბარების ნეგატიური ცნობის წარდგენა, იმის მიუხედავად რომელი ზონიდან შედის მგზავრი.

უცხოელებისთვის PCR ტესტი გაკეთებული უნდა იქნეს არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში უკრაინის საზღვრის გადაკვეთამდე.

უარყოფითი ტესტის პასუხისა და სამედიცინო დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში მგზავრს ეკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს PCR  ტესტის ნეგატიური პასუხი, რადგან ადგილზე უცხოელისთვის არ არის ნებადართული ტესტი გაკეთება ან თვითიზოლაციაში გადასვლა. 

უკრაინის მოქალაქეებისთვის მოქმედებს შემდეგი წესი:

PCR ტესტი უნდა იყოს გაკეთებული ქვეყანაში დაბრუნებამდე არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოეთხოვებათ 14 თვითიზოლაციის გავლა აპლიკაციით «Дій вдома».

თვითიზოლაცია შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე, თუ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მგზავრი გაიკეთებს PCR ტესტს და წარადგენს უარყოფით რეზულტატს.

12 წლამდე უკრაინის მოქალაქეები თავისუფლდებიან თვითიზოლაციისა და ტესტის წარდგენისაგან.

უკრაინის საზღვრის კვეთის ყველა ცვლილება აისახება მთავრობის დადგენილებაში 2021 წლის 22 მარტის #230 (постановлении правительства Украины №230 от 22 марта 2021 года)

ტრანზიტული მგზავრების საყურადღებოთ:

თუ მგზავრი კვეთს უკრაინის საზღვარს, მას ასევე მოეთხოვება PCR  ტესტის ნეგატიური ცნობა.

Facebook კომენტარები