რთულია იპოვოთ უფრო ამერიკული ქალაქი,
ვიდრე ჩიკაგო, რომელიც მიჩიგანის ტბის
სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს მსხვილი მეგაპოლისი – ნიუ-იორკის მარადიული მეტოქე
და ქვეყნის საქმიანი, ფინანსური და კულტურული ცხოვრების მეორე მნიშვნელოვანი ცენტრია.
მას ტყუილად როდი უწოდებენ „ფართომხრებიან ქალაქს“ – ჩიკაგო, მართლაც, უზარმაზარია.

ქალაქის მთავარი მაგისტრალია – მიჩიგან-ავენიუ,
რომელიც ჩრდილოეთით ტბას უერთდება. მისი მონაკვეთი, რომელიც ცნობილია როგორც „დიდებული
მილი“, შოპოჰოლიკების სამოთხე, პრესტიჟული ბუტიკების, მაღალი მოდის მაღაზიებისა და
გიგანტური სავაჭრო ცენტრების თავმოყრის ადგილია. ხუროთმოძღვრების მოყვარულები დაინტერესდებიან
ბიზნეს ცენტრით, სადაც ჩიკაგოს ცათამბრჯენების უმეტესობა დგას, ხოლო ქუჩებს ამშვენებს
მარკ შაგალის, ჰენრი მურის, ჟან დიუბიუფეს, ხუან მიროსა და პაბლო პიკასოს ნამუშევრები.
მთელი ოჯახის დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილებია პარკები შადრევნებით, საესტრადო
მოედნებითა და მსოფლიოს უდიდესი დახურული აკვარიუმით.

ჩიკაგოს ავიაბილეთები

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ჩიკაგო, წლის განმავლობაში

ჩიკაგო უკვე დიდი ხანია არ ასოცირდება
მშრალი კანონის განგსტერებთან. იგი განთქმულია თავისი მუზეუმებითა და მუსიკალური ტრადიციებით.
ეს როკის ჯაზისა და ცნობილი ბლუზ-კლუბების ქალაქია – სასიამოვნოდ გართობის მოყვარულთა
მოზიდვის ადგილი.

Facebook კომენტარები