ყველა უცხოელისთვის სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის წარდგენა. 

უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ უფლება შევიდნენ უკრაინაში და გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი იმ პირობით, თუ ისინი წარმოადგენენ სადაზღვეო პოლისს (მოწმობას, სერტიფიკატს), რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოური სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ-სადაზღვეო კომპანიასთან უკრაინაში (ასისტანსტი), და რომელიც დაფარავს COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს, და მოქმედებდეს პიროვნების უკრაინაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში.

ხსენებული სადაზღვეო პოლისი (მოწმობა, სერტიფიკატი) არ მოეთხოვება:

– უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ უკრაინაში;

– ლტოლვილებს და პირებს, ვისაც ესაჭიროება დამატებითი დაცვა;

– უკრაინაში აკრედიტებული, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, ოფიციალური საერთაშორისო მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს;

– ნატო-ს წევრ-სახელმწიფოთა და ნატო-ს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე-სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების (ქვედანაყოფების) სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც მონაწილეობს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მომზადების ღონისძიებებში.

დადგენილია ზოგადი მოთხოვნა თვითიზოლაციის გავლასთან დაკავშირებით ყველა მოქალაქეებისთვის (უკრაინის მოქალაქეები, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები), რომლებიც ჩადიან უკრაინაში COVID-19-ის ფართო გავრცელების სახელმწიფოებიდან, და აგრეთვე იმ უცხოელებისთვის, ვინც არიან ასეთი სახელმწიფოების მოქალაქეები.

თვითიზოლაციის მოთხოვნა არ ვრცელდება მოქალაქეების აღნიშნულ კატეგორიაზე, თუ არ არის საფუძველი იმისა, რომ ისინი იყვნენ კონტაქტში COVID-19- ით დაავადებულ პირთან:

1) ბავშვები 12 წლამდე;

2)პირები, რომლებიც ჩამოდიან უკრაინაში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლებლად;

3) COVID-19-ის ფართო გავრცელების სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ასეთ სახელმწიფოებში ბოლო 14 დღის განმავლობაში ან ტრანზიტით მოგზაურობენ უკრაინის გავლით და აქვთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ორი დღის განმავლობაში ისინი დატოვებენ ტერიტორიას;

4) უკრაინაში აკრედიტებული, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, ოფიციალური საერთაშორისო მისიების, ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;

5) სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების, რეგულარული გადამზიდავი ავტობუსების მძღოლები და ეკიპაჟის წევრები, საჰაერო, საზღვაო, მდინარის ხომალდების ეკიპაჟის წევრები, მატარებლების და ლოკომოტივების ბრიგადის წევრები;

6) ნატო-ს წევრ-სახელმწიფოთა და ნატო-ს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე-სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების (ქვედანაყოფების) სამხედრო მოსამსახურეები, ვინც მონაწილეობს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მომზადების ღონისძიებებში;

7) კულტურის დაწესებულების მოწვევით კულტურის მოხელეები ერთ თანმხლებ პირთან ერთად;

8) პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების გადაზიდვას;

9) პირები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (PCR) შესრულებული ტესტირების უარყოფით შედეგს, თუ აღნიშნული ტესტირება ჩატარდება არაუგვიანეს 48 საათით ადრე საზღვრის კვეთამდე. COVID-19-ის ფართო გავრცელების სახელმწიფოების სიის შედგენის და მასში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე თვითიზოლაციის შეწყვეტის პროცედურა და საფუძვლები (მათ შორის, საზღვრის კვეთის შემდგომ PCR-ის მეთოდით COVID-19-ის – ტესტის უარყოფითი შედეგი) უცვლელი რჩება.

მოქალაქეები, რომლებიც ექვემდებარებიან თვითიზოლაციას სახელმწიფო საზღვრის კვეთის გამო, ვალდებული არიან ჩამოტვირთონ და გაააქტიურონ შესაბამისი დანართი მობილური ტელეფონებისთვის. ასეთი დანართის დაყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოქალაქე ექვემდებარება ობსერვაციას.

ხსენებული სახელმწიფოების ჩამონათვალი 2021 წლის 22 იანვრის მდგომარეობით განთავსებულია უკრაინის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: https://moz.gov.ua/article/health/informacija-schodo-kilkosti-aktivnih-vipadkiv-covid-19-na-100-tis-naselennja-stanom

შესვლის და გასვლის კონტროლის პუნქტების ( შემდგომში – „КПВВ“) კვეთის წესები.

უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში КПВВ-ს კვეთის წესები შემოსვლის/გასვლის დროს ხორციელდება მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი წარმოადგენენ სადაზღვეო პოლისს (მოწმობას, სერტიფიკატს), რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოური სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ-სადაზღვეო კომპანიასთან უკრაინაში (ასისტანსტი), და რომელიც დაფარავს COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს, და მოქმედებდეს პიროვნების უკრაინაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე დაცული უნდა იქნას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის და გამოსვლის წესის შესახებ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 04.06.2015 წლის №367 დადგენილებისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა/გამოსვლის და ტვირთების შეტანა/გამოტანის შესახებ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 17.07.2019 წლის № 815 დადგენილების დებულებები.

უცვლელი რჩება შესვლის და გასვლის კონტროლის პუნქტების კვეთასთან დაკავშირებით მგზავრების (ყველა კატეგორია – უკრაინის მოქალაქეები, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები) თვითიზოლაციის ვალდებულება და აგრეთვე იმ მოქალაქეთა კატეგორია, რომელსაც ეს ვალდებულება არ ეკისრებათ.

Facebook კომენტარები