გერმანიის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს დადგენილებით, 30 მარტის 00.00 საათიდან მგზავრებმა (გარდა ექვსი და ნაკლები ასაკის პირებისა), რომლებიც გერმანიაში საჰაერო გზით მოემგზავრებიან, თვითმფრინავის ბორტზე ასასვლელად და საზღვრის კვეთისთვის თან უნდა იქონიოს კორონა-ტესტის (PCR ან ანტიგენ-ტესტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებს – ≥80% მგრძნობელობა და ≥97% სპეციფიკაცია.

ტესტი წარმოდგენილ უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული სახის, გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე, იძლეოდეს პირის იდენტიფიკაციის საშუალებას და ჩატარებულ უნდა იყოს არაუგვიანეს 48 საათით ადრე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ რობერტ-კოხის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე https://www.rki.de/…/N/Neuartiges_Coronavirus/Tests.html.

ნეგატიური ტესტის არსებობა შემოწმდება იქნება როგორც საჰაერო კომპანიის, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე პასუხისმგებელი მოხელეებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიერ.

პირები, რომლებიც გერმანიაში მოემგზავრებიან ე.წ. რისკის ჯგუფს მიკუთვნებული ქვეყნებიდან/რეგიონებიდან (https://www.rki.de/…/Neuartiges…/Risikogebiete_neu.html) ვალდებულნი არიან საზღვრის კვეთისას წარადგინონ ტესტის ნეგატიური პასუხი სახმელეთო და საზღვაო გზებით შემოსვლის შემთხვევაშიც;

აღნიშული წესი ჯერჯერობით ძალაში იქნება 2021 წლის 12 მაისამდე.

დეტალურად იხილეთ: https://www.bundesgesundheitsministerium.de/…/faq…

ამასთან, გერმანიაში შემოსვლამდე მოქალაქეები, რომელთაც პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით გერმანიაში შემოსვლის უფლება გაჩნიათ https://www.bmi.bund.de/…/coro…/coronavirus-faqs.html… ვალდებულნი არიან ვებ- გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ.

თვითიზოლაციის წესები და გამონაკლისები რეგულირებულია ინდივიდუალურად ცალკეულ ფედერალურ მიწებზე.

Facebook კომენტარები