დაივიწყეთ არქიტექტურის შთამბეჭდავი ძეგლები და მუზეუმებში დამღლელი სიარული. სან
ფრანცისკოში (ან უბრალოდ ფრისკოში) დღეები უმჯობესია იმავე სახელწოდების ყურეზე მზის ქვეშ გაატაროთ ზღვის უხვი ძღვენის მონელების პროცესში – მიუხედავად იმისა,
ადამიანის მოდგმის წარმომადგენელი ბრძანდებით თუ ზღვის ლომის ერთ-ერთი სახეობის სელაპი,
რომელიც 39-პირსის წყალში კოხტად ბანაობს.
ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან სან-ფრანცისკო, წლის განმავლობაში
43 ბორცვითა და მოსახლეობით, რომელიც შეშლილი გამომგონებლებისგან, არაორდინალური, თავისუფლად მოაზროვნე ან უბრალოდ უცნაური ადამიანებისგან შედგება, ეს ქალაქი ჯიუტად უარს ამბობს, ჩამოეშვას ციდან მიწაზე. ნაცვლად ამისა, სან ფრანცისკოს რეალობა უჩვეულობის პიკს აღწევს: ხის ტოტებზე შემოსკუპებული თუთიყუშები, რესტორნები, სადაც მაესტრო მზარეულები თავიანთ გამომგონებლურ ნიჭს ავლენენ და მოხეტიალე პოეტები, რომლებიც არცერთ გაურითმავ სიტყვას არ წარმოთქვამენ. ერთი სიტყვით, გიჟური სან ფრანცისკო არ არის შესაფერისი სუსტი ნერვების მქონე ადამინებისთვის, მაგრამ იგი ნამდვილად ღირს დახარჯულ ფულად, ნერვებად და ფოტოაპარატის მეგაბაიტებად.