ეინდჰოვენი – ჩრდილოეთ ბრაბანტის მთავარი ქალაქი და თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრია. ერთ დროს ქალაქი კომპანია „ფილიპსმა“ „დააყენა ფეხზე“, რომელმაც აქ შტაბ-ბინა დააფუძნა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, კორპორაცია დედაქალაქში გადავიდა და ეინდჰოვენს არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ იმედები თანამედროვეობაზე დაამყარებინა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქში თითქმის არაფერი დარჩა „მყუდრო – ვიწრო – ქვაფენილით მოკირწყლული“. სამაგიეროდ დღეს ეინდჰოვენი – ეს არის საცხოვრებელი სახლები ასიმეტრიული ნაირფერი ფანჯრებით, სამკუთხედი პანელებისგან დამზადებული მინის გუმბათების ქვეშ განთავსებული სუპერმარკეტები, ქუჩის ნაგვის ურნები-მწნეხელები, რომლებიც ნარჩენებს ბარათებით იღებენ და ავტობუსის გაჩერებები ყვავილებით მორთული სახურავებით.

ასევე იხილეთ ავიაბილეთები ამსტერდამის მიმართულებით

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze