8 აპრილს, 13 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ვებინარების ყოველთვიური სერიის “COVID-19-ის გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ რიგით მეორე ვებინარი ჩატარდება.

ვებინარების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკას მიმოიხილავს .

მეორე ვებინარის პანელისტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ვარლამ ჭილაშვილი იქნება. ის საავიაციო ინდუსტრიაზე კოვიდის გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებს.

ვებინარზე რეგისტრაციის ბმულია: https://us02web.zoom.us/…/reg…/WN_RNlsBTy_TiGU7tf9m9P0ow

Facebook კომენტარები