მთავარი aeronews აეროპორტების გაერთიანება ტურიზმზე COVID 19-ის გავლენის შესახებ ვებინარში მონაწილეობს

აეროპორტების გაერთიანება ტურიზმზე COVID 19-ის გავლენის შესახებ ვებინარში მონაწილეობს

8 აპრილს, 13 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ვებინარების ყოველთვიური სერიის „COVID 19-ის გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ რიგით მეორე ვებინარი ჩატარდება.

მეორე ვებინარის პანელისტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი იქნება. ის საავიაციო ინდუსტრიაზე კოვიდის გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებს.

ვებინარზე რეგისტრაციის ბმულია: https://us02web.zoom.us/…/reg…/WN_RNlsBTy_TiGU7tf9m9P0ow

Facebook კომენტარები
×

თრეველ ამბების გვერდი

დაკოპირება ისჯება კანონით ! !