სანტორინი თვალწარმტაცი არქიპელაგია ეგეოსის ზღვაში, 5 კუნძულის რგოლი: ტირაზიის, ნეა-კამენის, პალეა-კამენის, ასპრონისისა და თავად სანტორინის ან როგორც მას ასევე უწოდებენ ტირას. ოფიციალურად კუნძულები ბერძნული კიკლადების ნაწილია, მაგრამ ეს ოდნავ განსხვავებული საბერძნეთია: მოვლილი, ზღაპრულად ლამაზი, არისტოკრატული, თუმცა ამავდროულად ოჯახურად
მყუდრო. აქ ყველაფერი აღმატებითი ხარისხისაა: მომხიბლავი პეიზაჟები, წარმოუდგენელი არქიტექტურა, იდეალური სერვისი.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to სანტორინი

სანტორინი 3500-ზე მეტი წლისაა და ძველი ცივილიზაციების კვალი მუდამ შეგახსენებთ არქიპელაგის მდიდარი წარსულის შესახებ. მაგრამ აქ ყველაზე ნაკლებად მოგინდებათ იფიქროთ დროზე: ჭეშმარიტად მშვიდი დასვენება ვულკანური ლანდშაფტების, საოცრად ლურჯი ზღვის, ნაირფერ ქვიშიანი მოვლილი პლაჟებისა და სურათებიან ბარათებზე გამოსახული სახლების გარემოცვაში თოვლივით თეთრი ფასადებით. აქ ჩამოდიან, რომ მზის ჩასვლით დატკბენ, ისიამოვნონ წამით, მარადიულ სიჩქარესა და ქაოსში დაკარგული შინაგანი ჰარმონია დაიბრუნონ. და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე მეცნიერთა მოსაზრებას შეედავოს: ალბათ ოდესღაც სწორედ სანტორინი იყო დაკარგული ატლანტიდის ნაწილი.

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან სანტორინი, წლის განმავლობაში

Facebook კომენტარები