უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი საქართველოში COVID-19-ის ტესტირებასთან დაკავშირებით დამატებით სერვისს ამატებს.

ამიერიდან ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე საქართველოს მიმართულებით ბილეთის ყიდვასთან ერთად შესაძლებელია ასევე PCR-ტესტის სერვისის მიღებაც. 

ავიაკომპანიის მგზავრი იღებს Synevo-ს პერსონალური მენეჯერის სერვისს, რომელიც მას საქართველოში,  COVID-19-ის ტესტის ჩაბარების ადგილისა და დროის შერჩევაში დაეხმარება. რაც შეეხება ტესტის პასუხს, მგზავრი მას სურვილისამებრ მიიღებს: ელექტრონული ფოსტით ან უშუალოდ ლაბორატორიაში.

Synevo-ს საქართველოში 30 ლაბორატორია გააჩნია და შესაძლებელია ტესტის გაკეთება ბინაზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად საზღვარზე PCR-ტესტის “ნეგატიური” პასუხი სჭირდებათ, ასევე ის ვალდებულია ქვეყანაში შეოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტაოროს PCR-ტესტი.

როგორც ცნობილია YanAir Airlines-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები 3 აპრილიდან აღადგინა. YanAir-ი 3 აპრილიდან კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათი და შაბათი) ასრულებს, ხოლო 1-ლი მაისიდან კი სიხშირეებს გაზრდის და კიევსა და ბათუმს შორის ფრენებს კვირაში 7 სიხშირით, ანუ ყოველდღიურად განახორციელებს. 

4 მაისიდან კი YanAir Airlines-ი ოდესა-ბათუმი-ოდესას რეისების შესრულებასაც იწყებს.

აღნიშნულ მიმართულებაზე YanAir Airlines-ი რეისებს კვირაში 2 სიხშირით (პარასკევი და კვირა) შეასრულებს.

5 მაისიდან კი YanAir Airlines-ი ხარკობი-ბათუმი-ხარკოვის რეისების შესრულებასაც იწყებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი და შაბათი) შესრულდება.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze