უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი მარტში 127 661 მგზავრს მოემსახურა, რომლის 4.4%-იც საქართველოს ავიაბაზარზე მოდის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მარტში SkyUp Airlines-ი ​საქართველოს მიმართულებაზე 5 570 მგზავრს მოემსახურა, რაც საერთო მგზავრთნაკადის 4.4%-ია. 

მთლიანობაში მარტში SkyUp Airlines-მა 708 რეისი შეასრულა, რაც 300 რეისით მეტია თებერვლის მაჩვენებლებზე. 

Facebook კომენტარები