საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი და ცენტრალური მაკედონიის დედაქალაქი სალონიკი (ბერძნულად უფრო სწორია „ფესალონიკი“) დღეს ქვეყნის კულტურული დედაქალაქია: ქალაქი განთქმულია თავისი ფესტივალებითა და ღონისძიებებით. გარდა ამისა, იგი ასევე 3000-ზე მეტი წლის ისტორიის მქონე ქალაქია, სადაც შენარჩუნებულია რომის, ბიზანტიის, ოსმალეთის იმპერიების ანაბეჭდები, ისევე როგორც ოდესღაც აქ გაბატონებული ებრაელი მოსახლეობისა. ქალაქის ძველი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ცენტრის ჩრდილოეთით მდებარეობს, 1917 წლის დიდ ხანძრს სასწაულებრივ გადაურჩა. დღეისათვის იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის.

პირდაპირი ფრენა ქუთაისი-დან სალონიკი-ში

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 ივლ 202118 ივლ 2021ფასი 126
3 აგვ 202111 აგვ 2021ფასი 143

სალონიკის
ისტორია ჩვ. წ. აღ.-მდე მე-4 საუკუნეში იწყება, როდესაც მეფე კასანდრმა გადაწყვიტა
დაეარსებინა ქალაქი თავისი მეუღლის, ალექსანდრე მაკედონელის ნახევარდის
საპატივცემულოდ. მაგრამ სიცოცხლე და კულტურა ამ ადგილზე გაცილებით ადრე გაჩნდა,
რაც დასტურდება მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური გათხრებით, რომელთა დროსაც
აღმოჩენილია ევროპის კონტინენტის უძველესი ნეანდერტალელების კვალი.

მე-20 საუკუნის 90-იან
წლებში სალონიკს ევროპის კულტურული დედაქალაქის წოდება მიენიჭა.

ავიაკომპანიები რომლებიც დაფრინავენ სალონიკში:

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to სალონიკი

The Cheapest Flights for this Month from ქუთაისი to სალონიკი

პირდაპირი რეისების განრიგი

ასევე წაიკითხეთ:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze