2021 წლის მარტში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 4,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 104,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (2,4 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,2%-ი (2,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,2%-ი (0,6 ათასი ტონა) – იტალიიდან, 10,2%-ი (0,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 10,2%-ი (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან, 8,2%-ი (0,4 ათასი ტონა) – თურქეთიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის იანვარ-მარტში იმპორტის 63,6%-ი (7,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან; 11,8%-ი (1,3 ათასი ტონა) – თურქეთიდან; 11,0%-ი (1,2 ათასი ტონა) – იტალიიდან; 4,5%-ი (0,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან; 4,5%-ი (0,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 4,5%-ი (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან.

Facebook კომენტარები